კავად I

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კავად I (დ. წელი უცნობია – გ. 531) – სასანიანთა სახელმწიფოს მეფე 488-496 და 499-531 წლებში. დიდებულთა და ქურუმთა პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების დასუსტების მიზნით მიემხრო მაზდაკელებს და გაატარა მათი პროგრამის შესაფერისი ზოგიერთი ღონისძიება. დაახლოებით 496 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს. 499 წელს დაიბრუნა ტახტი და განაგრძო დიდგვაროვანთა საწინააღმდეგო პოლიტიკა. წარმატებით ებრძოდა ბიზანტიას (502-505 ან 506), მოიგერია ჩრდილოეთ ჰუნების თავდასხმა. კავად I-ის დროს დაარსდა რამდენიმე ქალაქი, გაფართოვდა არხების ქსელი, დაიწყო რეფორმების გატარება (გააგრძელა მისმა შვილმა ხოსრო I-მა). მეფობის ბოლო წლებში განუდგა მაზდაკელებს და სისხლში ჩაახშო მათი მოძრაობა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კავად_I&oldid=2585503“-დან