მირტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მირტი

მირტი (ლათ. Myrtus; შდრ. სბ. მურტი) — მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარე მირტისებთა ოჯახისა. აქვს თეთრი სურნელოვანი ყვავილი; უპირატესად სუბტროპიკულ და ტროპიკულ მხარეებში ხარობს. მირტის ეთერული ზეთი მდიდარია კამფოლით, ცენეოლით, კამფენით, ალდეჰიდებით. ფოთლები შეიცავს ცხიმოვან, მთრიმლავ, ფისოვან ნივთიერებებს.

სამკურნალო თვისებები[რედაქტირება]

მირტის ნახარში სასარგებლოა კუჭის ტკივილისას, თორმეტგოჯა ნაწლავის, თირკმლის, ტვინის დაავადებებისას. ნახარში რეაგირებს როგორც ანტისეპტიკი. არის შარდმდენი. ხალხური მედიცინა იყენებს ბრონქიტის, ფილტვების ტუბერკულოზის. კურნავს ჭრილობებს, დამწვრობას, ყურების ჩირქოვან დაავადებებს. ნაყენს სვამენ სისხლნაკლულობის დროს, ამზადებენ საფენებს მოტეხილობის შემთხვევებში.

ჰაგიოგრაფიულ ლიტერატურაში[რედაქტირება]

კომერციული ფასი[რედაქტირება]

იტალიური მირტის 10 თესლის ფასი 0,8 €1/8 €, ხოლო 100 თესლის ფასი 4 €/6 €-ს ფარგლებში მერყეობს.[2]

სქოლიო[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ა. მაყაშვილი, ბოტანიკური ლექსიკონი: მცენარეთა სახელწოდებანი, "საბჭოთა საქართველო", თბ., 1961

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=მირტი&oldid=2463818“-დან