ახალგაზრდობის საკითხების მრჩეველთა საბჭო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ახალგაზრდობის გაერთიანებული საბჭო თავის 41-ე სხდომაზე, ევროპის ახალგაზრდობის ცენტრში, სტრასბურგში (2019)

ახალგაზრდობის საკითხების მრჩეველთა საბჭო (ინგლ. Advisory Council on Youth, AC ; ფრანგ. Conseil consultatif sur la jeunesse, CCJ  ; გერმ. Beirat zu Jugendfragen [1] ) — ახალგაზრდული არასამთავრობო წარმომადგენლობითი ორგანო ევროპის საბჭოში. [2] [3] ისიგი უნიკალური თანამმართველობის სტრუქტურის აუცილებელი ელემენტია, და წარმოადგენს მონაწილეობითი დემოკრატიის ცოცხალი მაგალითს. მასში შემავალი ახალგაზრდა ევროპელები ახალგაზრდობის საორგანიზაციო ევროპულ კომიტეტთან (CDEJ) ერთად, ორგანოსთან, რომელიც ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყნის ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული, იღებენ გადაწყვეტილებებს ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის სტანდარტებსა და პრიორიტეტებზე ახალგაზრდობის საკითხთა გაერთიანებულ საბჭოში (CMJ). [4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს სტრასბურგში ევროპის ახალგაზრდობის ცენტრის (EYC) და 1973 წელს ევროპის ახალგაზრდული ფონდი (EYF) დაარსების შემდეგ, ახალგაზრდების მონაწილეობა და თანამმართველობა ორგანიზაციის ძირითადი ღირებულება გახდა. [5]

1988 წელს, ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის რეფორმით, 1985 წელს, სტრასბურგში გამართული ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელ ევროპელ მინისტრთა პირველი კონფერენციის შედეგების საფუძველზე, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობის აუცილებლობა საზოგადოების ყველა დონეზე[6], შეიქმნა ევროპის ახალგაზრდობის ცენტრისა და ევროპის ახალგაზრდობის ფონდის მრჩეველთა კომიტეტი და ახალგაზრდობის საორგანიზაციო ევროპული კომიტეტი (CDEJ). [7] მინისტრების მოადგილეები შეთანხმდნენ, რომ ეს მრჩეველთა კომიტეტი შეცვლიდა ევროპული ახალგაზრდული ფონდისა და ევროპის ახალგაზრდული ცენტრის არასამთავრობო მმართველ სტრუქტურას, და ჩამოყალიბდებოდა ერთი სტრუქტურა. მრჩეველთა კომიტეტმა დამკვირვებლის სტატუსით დაუშვეს CDEJ– ში, ხოლო ახლად დაარსებული ორი ორგანო ყოველწლიურად იკრიბებოდა გაფართოებულ გენერალურ კრებაში. [8] [9]

1998 წელს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 650-ე შეხვედრაზე ახალგაზრდული სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით, გადაწყვიტა რომ ჩამოეყალიბებინა თანამმართველობის სტრუქტურა დღევანდელი სახით. ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 1999 წლის 1 იანვრიდან. [10] [11] დასაწყისში მრჩეველთა საბჭოს უწოდებდნენ ევროპის ახალგაზრდობის ცენტრის და ევროპის ახალგაზრდობის ფონდის მრჩეველთა საბჭოს [12], ასევე ახალგაზრდობის კითხვებზე მრჩეველთა საბჭო . [13]

2003 წლიდან 2011 წლამდე მრჩეველთა საბჭოში, მოქმედების პირობების თანახმად, წევრები სამი წლის მანდატით ირჩეოდნენ. [14] [15] [16]

Ძირითადი ღირებულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დემოკრატიისა და ინკლუზიურობის გარდა, თანამმართველობის სტრუქტურის ძირითადი ღირებულებაა ახალგაზრდების მონაწილეობა, როგორც ევროპის საბჭოს მუშაობისა და ფილოსოფიის მიზანი, პრინციპი და პრაქტიკა. [17] მისი კონკრეტული ამოცანაა ევროპის საბჭოს საქმიანობაში და პროგრამებში ასახოს ახალგაზრდული პოლიტიკა. ეს ხდება ევროპის საბჭოში ახალგაზრდებთან დაკავშირებული ზოგადი ან სპეციფიკური საკითხების შესახებ მოსაზრებების და წინადადებების ფორმულირებით. [18]

თემატურად, ახალგაზრდობის საკითხების მრჩეველთა საბჭო ხელს უწყობს ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის პრიორიტეტებს, კერძოდ , უფლებებზე წვდომა, ახალგაზრდების მონაწილეობა და ინკლუზიური საზოგადოებები, ასევე ის ადგენს და ნერგავს სტანდარტებს და იმუშავებს რეკომენდაციებსა და სხვა ტექსტებს. ახალგაზრდობის საკითხების მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული და მხარდაჭერილი ბოლოდროინდელი რეკომენდაციებია ახალგაზრდა ლტოლვილთა შესახებ (2019), [19] ახალგაზრდული საქმიანობის შესახებ (2017 წ.), [20] უფლებებზე წვდომის შესახებ (2016 წ.) [21] და სოციალური უფლებების ხელმისაწვდომობის შესახებ (2015).[22] ეს რეკომენდაციები დღის წესრიგში საკმაოდ მაღლა დგას. [23]

ახალგაზრდულ სფეროში თანამმართველობის უნიკალურმა სტრუქტურამ მიიღო 2019 წლის სამომავლო პოლიტიკის ჯილდო, ბრინჯაო, ბელგრადში საპარლამენტთაშორისი კავშირის 141-ე ასამბლეის ბოლოს ჩატარებულ ცერემონიაზე. [24] [4]

პროცედურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობის საკითხების მრჩეველთა საბჭო ბუდაპეშტში ევროპის ახალგაზრდულ ცენტრში 41-ე შეხვედრაზე (2019)

ახალგაზრდობის საკითხების მრჩეველთა საბჭო შედგება 30 ახალგაზრდა წარმომადგენლისგან, რომლებიცინიშნებიან მინისტრთა კომიტეტის მიერ ორწლიანი ვადით.[25] აქედან 13 ახალგაზრდა არის საერთაშორისო ახალგაზრდული ორგანიზაციების, ხოლო 7 ეროვნულიახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენელი, რომელსაც წარადგენს ევროპის ახალგაზრდული ფორუმი გარდა ამისა, 10 წევრი, რომლებიც წარმოადგენენ არასამთავრობო ახალგაზრდულ ორგანიზაციებს ან ქსელებს, რომლებიც არ არიან ევროპის ახალგაზრდობის ფორუმის წევრნი. ამ 10 წევრს წარადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წინადადებით. [18] [26] ევროპის ახალგაზრდობის ფორუმის მიერ წარდგინებული 20 კანდიდატი აირჩევა დემოკრატიული წესით, მისი წევრი ორგანიზაციების მიერ, როგორც წესი, გაზაფხულზე წევრთა საბჭოს (COMEM) მიერ ბრიუსელში . [27]

ახალგაზრდობის საკითხების მრჩეველთა საბჭო წელიწადში ორჯერ იკრიბება, გაზაფხულზე ევროპისახალგაზრდობის ცენტრში ბუდაპეშტში და შემოდგომით ევროპის ახალგაზრდობის ცენტრში სტრასბურგში. [18]

ახალგაზრდობის საკითხთა პროგრამული კომიტეტი (CPJ), რომელიც შედგება ახალგაზრდობის საორგანიზაციო ევროპული კომიტეტის (CDEJ) და ახალგაზრდობის საკითხების მრჩეველთა საბჭოს (CCJ) რვა-რვა წევრისგან, განსაზღვრავს, ზედამხედველობს და აფასებს ევროპის ახალგაზრდობის ცენტრებისა და ევროპისახალგაზრდობის ფონდის საქმიანობას.[28] იგი გადაწყვეტილებას იღებს ევროპის ახალგაზრდობის ფონდში მიღებული რომელი საგრანტო განაცხადიდაფინანსდეს და რომელი სასწავლო სესიები განხორციელდეს ევროპის ახალგაზრდობის ცენტრებში.[29]

ორწლიანი მანდატის პირველი შეხვედრისას ახალგაზრდობის საკითხების მრჩეველთა საბჭო ირჩევსლიდერებს - „ბიუროს,“ რომელიც შედგება თავმჯდომარისგან, ვიცე-თავმჯდომარისგან და სხვა სამიწევრისგან, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მრჩეველთა საბჭოს პოლიტიკური გეზის მიცემისხელშეწყობაზე. [18] [30]

თავმჯდომარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარიღი თავმჯდომარე ეროვნება წარმდგენი ორგანიზაცია
2020-2021 წწ ანდრეა უგროინსკა [31] მაკედონიის დროშა მაკედონია ლიბერალური ახალგაზრდობის საერთაშორისო ფედერაცია (IFLRY)
2018-2019 წწ ანია ოლინ პაპი [32] [33] შვედეთის დროშა შვედეთი შვედეთის ახალგაზრდული საბჭო (LSU)
2016-2017 მარკო გრდოსიჩი [34] ხორვატიის დროშა ხორვატია Association des Etats Généraux des Etudiants de l'Europe (AEGEE- ევროპა)
2014-2015 წწ პაულო პინიეირო [35] [36] პორტუგალიის დროშა პორტუგალია პორტუგალიის ახალგაზრდული ეროვნული საბჭო (CNJ)
2012-2013 წწ მარია პაშუ [37] საბერძნეთის დროშა საბერძნეთი საბერძნეთის ახალგაზრდული ეროვნული საბჭო (ESYN)
2009–2011 წწ ანტონია ვულფი [16] [38] ფინეთის დროშა ფინეთი ევროპის სკოლის სტუდენტთა კავშირების საორგანიზაციო ბიურო (OBESSU)
2008 წ გეორგ ბოლდტი [39] ფინეთის დროშა ფინეთი ევროპის სკოლის სტუდენტთა კავშირების საორგანიზაციო ბიურო (OBESSU)
2006-2007 წწ ჯუზეპე პორკარო [14] [40] იტალიის დროშა იტალია სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაცია (WOSM)
2005 წ ჯუზეპე პორკარო იტალიის დროშა იტალია სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაცია (WOSM)
2003-2004 წწ ლასე თუე [3] [15] ნორვეგიის დროშა ნორვეგია ნორვეგიის ახალგაზრდული საბჭო (LNU)
2001-2002 წწ გიომ ლეგო [41] [42] საფრანგეთის დროშა საფრანგეთი სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაცია (WOSM)
1999-2000 გიომ ლეგო [12] საფრანგეთის დროშა საფრანგეთი სკაუტური მოძრაობის მსოფლიო ორგანიზაცია (WOSM)

გარე ბმულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Europäische und internationale Zusammenarbeit. Federal Ministry of Family Affairs, Senior Citizens, Women and Youth (2017-01-26). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-27. ციტირების თარიღი: 2020-05-11.
  2. Forum on Intercultural Dialogue. Council of Europe (2006-11-26). ციტირების თარიღი: 2020-05-02
  3. 3.0 3.1 (2005-01-01) How Big is Your World? - The Europe, Youth and Globalisation Event. Council of Europe. 
  4. 4.0 4.1 Co-management. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-02
  5. Youth policies in the Council of Europe. Report. (Doc. 9617). Council of Europe (2002-11-04). ციტირების თარიღი: 2020-05-02
  6. The participation of young people in political and institutional life, Assembly Recommendation 1019 (Concl(88)415/51). Council of Europe (1988). ციტირების თარიღი: 2020-05-03
  7. (2002) The Council of Europe and youth - Thirty years of experience. Council of Europe. 
  8. (1988) Documents (working Papers) 1988 = Documents de Séance 1988 ; Volume VI, Docs. 5945 - 5971.. Council of Europe. 
  9. (1989) Documents (working Papers). Volume II. Documents 6037-6058. Council of Europe. 
  10. Progress report of the 1st meeting of the Joint Council on Youth, CM(99)70. Council of Europe (1999-06-15). ციტირების თარიღი: 2020-05-04
  11. Resolution (98) 6 on the youth policy of the Council of Europe. Council of Europe (1998-04-18). ციტირების თარიღი: 2020-05-03
  12. 12.0 12.1 Composition of the Advisory Council of the European Youth Centre and European Youth Foundation for the period 1999-2000, CM(99)22. Council of Europe (1999-02-23). ციტირების თარიღი: 2020-05-03
  13. Youth policies in the Council of Europe Parliamentary Assembly Recommendation 1585 (2002). Council of Europe (2003-08-20). ციტირების თარიღი: 2020-05-03
  14. 14.0 14.1 Composition of the Advisory Council on Youth for the period 2006-2008, 952 Meeting, 11 January 2006. Council of Europe (2006-01-11). ციტირების თარიღი: 2020-05-03
  15. 15.0 15.1 Advisory Council on Youth Abridged report of the 9th meeting (Strasbourg, 17-18 February 2003), CM(2003)49. Council of Europe (2003-04-30). ციტირების თარიღი: 2020-05-03
  16. 16.0 16.1 European Steering Committee for Youth (CDEJ), Advisory Council on Youth (JCC), Joint Council on Youth (CMJ). Council of Europe (2009-03-23). ციტირების თარიღი: 2020-05-03
  17. (2017) New and innovative forms of youth participationin decision-making processes. Council of Europe. 
  18. 18.0 18.1 18.2 18.3 Advisory Council on Youth Terms of references. Council of Europe (2020-01-01). ციტირების თარიღი: 2020-05-02
  19. Young refugees. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-02
  20. Youth work. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-02
  21. Access to rights. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-02
  22. Enter!. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-02
  23. Standards. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-02
  24. Council of Europe’s youth co-management system receives Future Policy Award for empowering youth. Council of Europe (2019-10-17). ციტირების თარიღი: 2020-05-02
  25. Advisory Council on Youth concludes its mandate with further recognition for volunteers. European Youth Forum. ციტირების თარიღი: 2020-05-02[მკვდარი ბმული]
  26. The Committee of Ministers designates the 30 new members of the Advisory Council on Youth for 2014-15. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-02[მკვდარი ბმული]
  27. Spring #COMEM in Brussels. European Youth Forum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-27. ციტირების თარიღი: 2020-05-11.
  28. „Young People, Youth Work and youth Policy: European Developments“ (PDF). ციტირების თარიღი: 2020-05-02. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  29. Programming Committee on Youth. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-02
  30. Advisory Council on Youth. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-02
  31. Meet the AC. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-03
  32. European Steering Committee for Youth (CDEJ), Advisory Council on Youth (CCJ) and Joint Council on Youth (CMJ)). Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-04
  33. Revitalising democracy within and through the youth sector. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-03
  34. Members 2016-17. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-03
  35. Members 2014-15. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-03
  36. The Council of Europe’s Advisory Council on Youth meets in Budapest.. European Youth Forum. ციტირების თარიღი: 2020-05-02[მკვდარი ბმული]
  37. Members 2012-14. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-03
  38. Towards a new AC Mandate! A Message from the Chair of the Advisory Council on Youth of the Council of Europe. European Youth Forum. ციტირების თარიღი: 2020-05-03[მკვდარი ბმული]
  39. CM(2008)165. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-03
  40. Triennial Report 2004-2007. World Organization of the Scout Movement – European Regional Office. ციტირების თარიღი: 2020-05-11.  დაარქივებული 2012-05-28 საიტზე Wayback Machine.
  41. Revised European Charter on the Participation of Young People in Local and Regional Life. Council of Europe. 
  42. Advisory Council of the European Youth Centre and the European Youth Foundation (DJS/CC), Abridged report of the 8th meeting (Strasbourg, 29-30 September 2002), CM(2002)143. Council of Europe. ციტირების თარიღი: 2020-05-03