მეზონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაში მეზონები არიან ქუარკანტიქუარკისაგან შედგენილი ჰანდრონები მთელი სპინით და მთელი ელექტრული მუხტით. მეზონები არიან ძლიერად ურთიერთქმედი ბოზონები. სტანდარტული მოდელის თანახმად მეზონები არიან ელემენტარული ნაწილაკები რომლებიც შედგებიან კენტი ქუარკების და კენტი ანტიქუარკების რაოდენობისაგან.

მეზონები თავდაპირველად იწინასწარმეტყველა ჰიდეკი იუკავამ 1949 წელს როგორც ძლიერი ურთიერთქმედების გადამტანი ბოზონები. თავდაპირველად იუკავამ ახალ ნაწილაკს უწოდა 'მეზოტრონი', თუმცა მოგვიანებით შეუსწორა ვერნერ ჰაიზენბერგმა (რომლის მამაც იყო ბერძნულის პროფესორი მიუნხენის უნივერსიტეტში) და უწოდა 'მეზონი'. პირველი ექსპერიმენტულად აღმოჩენილი მეზონი იყო პიონი.