არკადია (საბერძნეთი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
არკადია
Αρκαδία
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სტატუსი ნომი
შედის პელოპონესი
ადმინისტრაციული ცენტრი ტრიპოლი
ოფიციალური ენა ბერძნული ენა
მოსახლეობა (2005) 100,611 კაცი
სიმჭიდროვე 22.8 კაცი/კმ²
ფართობი 4,419 კმ²
არკადია რუკაზე
კოდი ISO 3166-2 GR-12
სატელეფონო კოდი 2710, 275x0, 279x0
საფოსტო ინდექსები 22x xx
ავტომობილის
სანომრე ნიშნები
ΤΡ
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში არკადია

არკადია (ბერძნ. Αρκαδία) — ნომი საბერძნეთში, პელოპონესის პერიფერიაში.

ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტრიპოლი.

  • მოსახლეობა — 100,611 ადამიანი.
  • ფართობი — 4,419 კმ².

გეოგრაფია[რედაქტირება]

არკადია ჩრდილოეთით ესაზღვრება აქაიას, დასავლეთით ელიდას, სამხრეთით მესინიას და ლაკონიას, აღმოსავლეთით არგოლიდას და სამი მმხრიდან გარშემორტყმულია მთებით, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია: კილენე (ახლა ზირია) ჩრდილო აღმოსავლეთით, ერიმანტოსი (ახლა ოლონოსი) ჩრდილო-დასავლეთით, ლიკეონი (ახლა დიაფორტი) სამხრეთ-დასავლეთით და არტემიზიონი (ახლა მალევო) აღმოსავლეთით.

მხოლოდ აღმოსავლეთში არის დაბლობები, სადაც ოდესღაც მდებარეობდა ქალაქები: ტეგეია და მანტინეია. მდინარეებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ალფეოსი და ლადონი.

ისტორია[რედაქტირება]

არკადია — ერთადერთი ნომია პელოპონესის პერიფერიაში, რომელსაც არ შეხებია დორიული გადასახლება; მან შეინარჩუნა მისი უძველესი მკვიდრნი პელასგები, რომლებიც ძირითადად ცხოვრობდნენ მესაქონლეობით და სოფლის მეურნეობით, ნაკლებად ან საერთოდ არ იცნობდნენ მრეწველობას, ხელოვნებას (გარდა მუსიკისა) და მეცნიერებას. არკადიელმა მწყემსებმა სიმღერით ფანტასტიკური შელამაზებით შექმნეს პასტორალის ჟანრის პოეზია.

პოლოიტიკური თვალსაზრისით არკადია უძველეს დროში დაიშალა დიდი რაოდენობით ცალკეულ ქვეყნებად, რომლებმაც მოკლე ხნით ერთმანეთისგან დამოუკიდებლებმა შექმნეს ძალიან სუსტი კავშირი. ასეთი არასაკმარისი ერთობა გახდა საფუძველიუ იმის, რომ არკადია, მიუხედავად მრავალრიცხოვნობისა და თავისი ხალხის სამხედრო გმირობებისა, არ უთამაშია არც ერთი გავლენიანი როლი საბერძნეთის ისტორიაში. ერთადერთი მცდელობა ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნის ჰქონდათ ძვ. წ. 371 წელს ეპამინონდის ქალაქ მეგალოპოლის (დიდი ქალაქი) დამაარსებლის მეთაურობით. მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და ახალი დედაქალაქი საომერი შეტაკებების შედეგად ერთი მხრივ არკადიის ანტიცენტრალისტური პარტიის, ხოლო მეორე მხრივ სპარტელების მხრიდან მთლიანად განადგურდა და მას ხუმრობით «დიდი უდაბნო» უწოდეს.

მუნიციპალიტეტები[რედაქტირება]

პერიფერიული ერთეული არკადია იყოფა 5 მუნიციპალიტეტად.

2010 Dimi Arkadias numbered.svg
გორტინია (1)
მეგალოპოლი (2)
ჩრდილოეთი კინოურია (3)
სამხრეთი კინოურია (4)
ტრიპოლი (5)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ოფიციალური საიტი