ალფეოსი (მდინარე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
მდინარე ალფეოსი |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 110 კმ |
| წყლის ნაკადი | |
| სათავე | ტაიგეტის მთები |
| ჩაედინება | იონიის ზღვა |
| ქვეყნები | |
ალფეოსი (ბერძნ. Αλφειός) — მდინარე საბერძნეთში, პელეპონესის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში. სათავე აქვს ტაიგეტის მთების დასავლეთ კალთაზე. სიგრძე 110 კმ. ერთვის იონიის ზღვის კიპარისიაკოსის ყურეს.
ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა წყალშემკრებ აუზში 1070 მმ-ია. წყალშემკრები აუზი მოიცავს ცენტრალურ და დასავლეთ პელეპონესს. წყალშემკრები აუზი იყოფა სამ პრეფექტურას შორის : არკადია (60%), ელისი (30%) და აქაია (10%). აგვისტოს 2007 წელს მდინარე ალფეოსის შუა და ქვემო დინებაში მოხდა ძლიერი ტყის ხანძარი.
ბერძნული მითოლოგიის თანახმად პელეპონესში მდინარე ალფეოსის ღმერთი ალფეოსი, იყო ოკეანოსისა და თეტიდას შვილი.