პასტორალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პასტორალიზედსართავი სახელი, რომელიც აღნიშნავს ლიტერატურის, მხატვრობის, მუსიკისა და თეატრის ჟანრებს. იგი გადმოსცემს სოფლის მშვიდ ცხოვრებას. პასტორალი შეიძლება ეწოდებოდეს:

  • პასტორალური მუსიკას, რომელსაც მიეკუთვნება როგორც დიდი, ასევე მცირე მუსიკალური ნაწარმოებები, რომლებიც ასახავენ ბუნებას ან სოფლის ცხოვრებას. მუსიკალური პასტორალისათის დამახასიათებელია 6/8 და 12/8 თვლა და მშვიდი მელოდიები. პასტორალური კომპოზიციების ნიმუშები ჟღერს ანტონიო ვივალდის, იოჰან სებასტიან ბახისა და სხვა კომპოზიტორების შემოქმედებაში. ასევე ცნობილია ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის „პასტორალური სიმფონია“.
  • ოპერას, პანტომიმას ან ბალეტს, რომელშიც გადმოცემულია სოფლის ცხოვრების იდეალიზირებული ფრაგმენტები. ასეთი ნაწარმოებები გვხვდება ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის შემოქმედებაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]