ლაკონია

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლაკონია
Λακωνία
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
სტატუსი ნომი
შედის პელოპონესი
ადმინ. ცენტრი სპარტა
ოფიც. ენა ბერძნული ენა
მოსახლეობა (2005) 100,871
სიმჭიდროვე 27.7 კაცი/კმ²
ფართობი 3,636 კმ²
ლაკონია რუკაზე
კოდი ISO 3166-2 GR-16
სატელეფონო კოდი 23x xx
საფოსტო ინდექსები 34x xx
ავტომ. სანომრე ნიშნები ΑΚ
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ლაკონია


ლაკონია (ბერძნ. Λακωνία) — ნომი საბერძნეთში, პელოპონესის პერიფერიაში. ლაკონიაში მდებარეობს ორი დიდი მთაგრეხილი: ტაიგეტოსი, პელოპონესში ყველაზე მაღალი მწვერვალით (2407 მ), და პარნონი. მათ შორის მიედინება ლაკონიაში მთავარი მდინარე — ევროტასი. ჩრდილოეთით ესაზღვრება არკადიას ნომს, დასავლეთით — მისენიას ნომს. ლაკონიას ნომში შედის კუნძული ელაფონისი.

ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი სპარტა.

  • მოსახლეობა — 100,871 ადამიანი.
  • ფართობი — 3,636 კმ².

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

ლაკონია — ძველი საბერძნეთის ისტორიული მხარეა.

ძველ დროში აქ სახლობდნენ ლელეგები ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანამდე. შემდეგ ძირძველი მოსახლეობა გააძევეს დორიელებმა ძვ. წ. II ათასწლეულში, რომლებმაც დაარსეს ქალაქ-სახელმწიფო სპარტა. ლაკონიის მცხოვრებლებს (სპარტელებს) მიაწერენ აზრის სათქმელის გამოხატვას მოკლედ, სხარტად, ზუსტად და მკაფიოდ — ლაკონიზმს.

ძვ. წ. I საუკუნეში ლაკონიის ტერიტორია შევიდა რომის იმპერიის შემადგენლობაში.

[რედაქტირება] მუნიციპალიტეტები

პერიფერიული ერთეული ლაკონია იყოფა 5 მუნიციპალიტეტად.

2010 Dimi Lakonias numbered.svg
აღმოსავლეთი მანი (1)
ელაფონისოსი (2)
ევროტასი (მუნიციპალიტეტი) (3)
მონემვასია (4)
სპარტა (5)

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე