ლადონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლადონი
Ladonas river.jpg
დახასიათება
სიგრძე 70 კმ
ჩაედინება ალფეოსი
ქვეყნები საბერძნეთის დროშა საბერძნეთი

ლადონი (ბერძნ. Λάδωνας) — მდინარე პელოპონესის ნახევარკუნძულზე (საბერძნეთი). მდინარე ალფეოსის მთავარი შენაკადი. სიგრძე დაახლოებით 70 კმ. მდინარე ცნობილია თავისი ჰიდროელექტროსადგურით (არკადია), რომელიც 1950 წლისათვის აშენდა. აქ არსებულმა კაშხალმა შექმნა ხელოვნური ტბა, რომლის სიგრძემ 15 კმ, ხოლო ფართობმა 2430 ჰა შეადგინა.

პავსანიუსი ამტკიცებს, რომ ლადონი საბერძნეთის მდინარეებს შორის ყველაზე საუკეთესო წყლით გამოირჩეოდა. მას მნიშვნელოვანი რეპუტაცია ჰქონდა ბერძნულ მითოლოგიაში და მრავალი ისტორია, სადაც კი ლადონს მოიხსენიებენ იგი გამორჩეულად ხასიათდებოდა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]