კოლუმბიის გეოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლუმბიის ტოპოგრაფიული რუკა

კოლუმბია — სახელმწიფო სამხრეთ ამერიკაში. მას ისევე როგორც ჩილეს ესაზღვრება ორი ოკეანე: წყნარი, და ატლანტის ოკეანეები. კოლუმბიას ესაზღვრება ვენესუელა და ბრაზილია აღმოსავლეთიდან, ხოლო პერუ და ეკვადორი სამხრეთიდან.

საერთო ფართობი: 1 141 748 კმ².

კოლუმბიას დასავლეთიდან ესაზღვრება წყნარი ოკეანე, ჩრდილოეთ–დასავლეთიდან კარიბის ზღვა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია ანდები, რომელსაც კვეთავს მდინარეები: მაგდალენა, კაუკა და სხვა. აღმოსავლეთით მდებარეობს მთიანეთი, რომელიც დასერილია ამაზონის შენაკადებით.

კოლუმბიის ჩრდილოეთით განცალკევებით მდებარეობს მთიანი მასივი სიერა-ნევადა-დე-სანტა-მარტა, რომლის უმაღლესი მწვერვალია კრისტობალ-კოლონი (5775 მ), რომელიც ასევე კოლუმბიის უმაღლესი მწვერვალიცაა.

კოლუმბიის ტერიტორიაზე გაბატონებულია კლიმატის ეკვატორული და სუბეკვატორული ტიპები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]