ანურადჰა კოილარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანურადჰა კოილარა
მშობლიური სახელი अनुराधा कोइराला
დაბადების თარიღი

14 აპრილი, 1949 (73 წლის)
რუმჯათარი, ოკალდუხუნგა, საგარმათჰა,

აღმისავლეთ ნეპალი
მოქალაქეობა ნეპალის დროშა ნეპალი
საქმიანობა სოციალური მუშაკი
პარტია ინდოეთის კონგრესი
რელიგია ინდუიზმი
ჯილდოები

პადმა შრი

გურკის მარჯვენა ხელის ორდენი

ანურადჰა კოირალა (ნეპალ. अनुराधा कोइराला დაბ. ანურადჰა გურუნგი, დ. 14 აპრილი, 1949, რუმჯათარი, ნეპალის აღმოსავლეთ რეგიონი) — ნეპალის არაკომერციული ორგანიზაცია Maiti Nepal-ის დამფუძნებელი, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით  ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთა დახმარება. 2018 წლის 17 იანვარიდან  2019 წლის 3 ნოემბერამდე იგი გახლდათ ბაღმათის პროვინციის პირველი გუბერნატორი.[1]

ანურადჰა განათლებული ოჯახიდან იყო. მან დაწყებითი განათლება წმ. იოსების სახელობის სკოლაში მიიღო. Maiti Nepal  დაარსებამდე იგი 20 წლის განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად, ასწავლიდა ინგლისურს კატმანდუს სხვადასხვა სკოლებში.[2]

ამჟამად  Maiti Nepal  ხელმძღვანელობს სარეაბილიტაციო სახლს კატმანდუში და ასევე სატრანზიტო სახლებს ინდო-ნეპალის სასაზღვრო ქალაქებში, პრევენციის სახლებს სოფლებში  და აკადემიას კატმანდუში.

Maiti Nepal  (Maiti  ნიშნავს დედის სახლს ნეპალურ ენაზე) წარმოადგენს თავშესაფარს ბორდელებიდან დახსნილი ქალებისთვის. ქალებს შეუძლიათ იქ დარჩენა მანამდე, ვიდრე საკუთარ სახლებში არ დაბრუნდებიან,  მათი ოჯახები ან საზოგადოება არ მიიღებს, ვიდრე დამოუკიდებლად ცხოვრებას ვერ შეძლებენ. [3]

CNN-ის ჯილდოს გადაცემისას

1993-დან 2022 წლამდე ანურადჰა და მისი ორგანიზაციამ მოახერხეს 50002-ზე მეტი ქალისა და გოგონას გადარჩენა და რეაბილიტაცია.

Maiti Nepal  ასევე მუშაობს გადარჩენილი ქალების ოჯახებთან გაერთიანებაზე, პატრულირებს ინდოეთ-ნეპალის სასაზღვრო პოლიციასთან  და სხვა სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად  და  ტრეფიკინგის მსხვერპლ ქალებს დახმარებას უწევს თავი დააღწიონ ინდოეთის ბორდელებს ინდოეთის ხელისუფლების დახმარებით.

თავისი საქმიანობისთვის ანრადჰას უწოდეს ნეპალის "დედა ტერეზა".

2017 წლის ნოემბერში კოირალა შეუერთდა ნეპალის კონგრესის პარტიას.[4]

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998 წელს კოირალამ მიიღო წლის საუკეთესო სოციალური მუშაკის ჯილდო (ნეპალი), 1999 წელს — გურკას მარჯვენა ხელის ორდენი (ნეპალი), 2002 წელს — ტრიშაქტიპატას ჯილდო, 2006 წელს მშვიდობის სააბატო ფონდისგან — სინდისის გამბედაობის ჯილდო2007 წელს —  UNIFEM-ის გერმანიის პრემია და იმავე წელს — დედოფალ სოფიას ვერცხლის მედალი.

მას მიენიჭა 2010 CNN Heroes Award ლოს-ანჯელესში, კალიფორნია. ის სცენაზე წარადგინეს  დემი მურმა და ეშტონ კაჩერმა. მან მიიღო $100,000  Maiti Nepal -ის მუშაობის გასაგრძელებლად, გარდა ამისა,  მადლობის ნიშნად  CNN-გან მიიღო $25,000.

2010 წლის აპრილში, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ Maiti Nepal-ს გადასცა  ორწლიანი გრანტი 500,000 აშშ დოლარის ოდენობით (52,124,000 ნეპალური რუპია).

2014 წელს მან მიიღო დედა ტერეზას სახელობის ჯილდო.

ანურადჰა კოირალას 2014 წელს Akhil Bhartiya Terapanth Mahila Mandal -გან  გადაეცა ჯილდო Acharya Tulsi Kartritva Puraskar.

2017 წლის აპრილში პრეზიდენტმა პრანაბ მუხერჯიმ  კოირალა დააჯილდოვა ინდოეთის მეოთხე უმაღლესი სამოქალაქო პადმა შრის ორდენით. 2018 წელს კოირალამ მიიღო G.O.D ჯილდო.[5][6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "President to administer oath of office to Province Chiefs at 4 pm today". www.newspnp.com. 19 January 2018. Retrieved 19 January 2018.
  2. https://www.tribuneindia.com
  3. "Top 10 CNN Hero: Anuradha Koirala". www.cnn.com. Retrieved 24 June 2022.
  4. "Nepal's 'Mother Teresa' Rescues Thousands From Sex Traffick[მკვდარი ბმული]ing". 6 May 2020.
  5. "Mother Teresa global awards for Anuradha Koirala, Amte". Business Standard. Retrieved 14 December 2014.
  6. "Padma Awards 2017 announced". pib.gov.in.