მიქაელი (ანტიოქია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მიქაელი, მიხაელიიერუსალიმისა და ანტიოქიის პატრიარქი (დაახლოებით 1470/74-1484).

მიქაელი დასავლეთ საქართველოში მოსულა დაახლოებით 1470-1478 წლებში. მოსვლის მიზანი, ჩანს შეწირულებათა შეგროვება იყო. მიქაელი აქტიურად ერეოდა საეკლესიო საქმეებში. მმართველმა წრემ იგი გამოიყენა თავისი სეპარატისტული მიზნებისათვის: ბაგრატ იმერთა მეფემ და შამადავლა დადიან-გურიელმა მიქაელს „აფხაზთა კათოლიკოსად“ აკურთხებინეს იოაკიმე ცაიშელ-ბედიელი. მიქაელის ამგვარმა ჩარევამ „აფხაზეთის“ (დასავლეთ საქართველო) კათოლიკოსი საბოლოოდ ჩამოაშორა მცხეთის კათოლიკოს-პატრიარქის უმაღლეს ხელისუფლებას, ამით კიდევ უფრო გაღრმავდა პოლიტიკური განკერძოებულობა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს შორის. მიქაელს შეუდგენია კანონიკური ძეგლი „მცნებაჲ სასჯულოჲ“, რომელშიაც იგი ცდილობს თეორიულად დაასაბუთოს მის მიერ იოკიმეს კურთხევის კანონიერება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]