ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტი
Universiteti i Arteve
ლათ. Art Academiae
დაფუძნდა 1966
ტიპი საჯარო
თანამშრომელი 64
რექტორი კაშტრიოტ ჩაუში[1]
პრორექტორი ერალდ ბაკალი
სტუდენტი დაახლოებით 1 200
ქალაქი ტირანა
ქვეყანა ალბანეთის დროშა ალბანეთი
კამპუსი საქალაქო
ფერები წითელი და შავი
კავშირები ალბანეთის ეროვნული თეატრი,
ალბანეთის ეროვნული ოპერა,
ალბანეთის სახვითი ხელოვნების გალერეა,
ხელოვნების ინსტიტუტების ევროპული ლიგა,
კონსერვატორიების ევროპული ასოციაცია
ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტი — ალბანეთი
ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტი
uart.edu.al

ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტი[2] (ალბ. Universiteti i Arteve; ძველი სახელწოდება — ალბანეთის ხელოვნების აკადემია) — ხელოვნების განხრით მთავარი საგანმანათლებლო დაწესებულება ტირანაში, ალბანეთი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტი დაარსდა 1966 წელს, როგორც ხელოვნების საშუალო ინსტიტუტი და გაერთიანდა ხელოვნების სამ დაწესებულებასთან: ტირანას სახელმწიფო კონსერვატორია, სახვითი ხელოვნების საშუალო სკოლა და სამსახიობო სკოლა „Aleksდაer Moisiu“. ხელოვნების აკადემიას შეეძლო კლასიკურ მუსიკასა და ბალეტში რუსული ტრადიციით სარგებლობა, ვინაიდან, კომუნიზმის პერიოდში, ალბანეთს და რუსეთს ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ. უნივერსიტეტი კვლავ ინარჩუნებს კავშირს რუსეთის კლასიკური მუსიკის და ბალეტის სკოლასთან. 1991 წელს, ხელოვნების საშუალო ინსტიტუტს, უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა და ხელოვნების აკადემია ეწოდა. 2009 წლის 12 ოქტომბერს, ალბანეთის პრეზიდენტმაბამირ ტოპმა, ალბანეთის ხელოვნების აკადემია „დიდი მაგისტრის“ ორდენით დააჯილდოვა[3].

2011 წლის 23 მარტს, ალბანეთის მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით, ხელოვნების აკადემიას, ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტი ეწოდა, რომელმაც საქმიანობა 2011/2012 სასწავლო წელს დაიწყო.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტს, სამი ძირითადი ფაკულტეტი აქვს:

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები, ცნობილნი გახდნენ ცეკვაში, მუსიკაში, თეატრში, ფილმებსა და ტელევიზიაში, როგორც ალბანეთში, ისე საზღვარგარეთ. სასწავლო პერსონალი და უნივერსიტეტის პარტნიორები, მუსიკათმცოდნეები, ინსტრუმენტებზე დამკვრელები, მხატვრები, მოქანდაკეები, თეატრის, კინოს და ტელევიზიის რეჟისორები, სასცენო დიზაინერები და ქორეოგრაფები არიან.

დირექტორები/რექტორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალბანეთის ხელოვნების უნივერსიტეტს, დაარსებიდან 1991 წლამდე, დირექტორები ხელმძღვანელობდნენ. 1997 წლიდან დღემდე, დირექტრის ფუნქციას რექტორები ასრულებენ.

ხელოვნების უნივერსიტეტის დირექტორები/რექტორები
1966–1969   ვილსონ კილიცა (1932 – ), მხატვარი, (ხელოვნების საშუალო ინსტიტუტის დირექტორი)
1969–1973 თეფიკ ჩაუში (-), მწერალი, (ხელოვნების საშუალო ინსტიტუტის დირექტორი)
1973–1978 ლილი ჟამო (-), (ხელოვნების საშუალო ინსტიტუტის დირექტორი)
1978–1981 იბრაჰიმ მადჰი (-), ვიოლინოს პროფესორი, (ხელოვნების საშუალო ინსტიტუტის დირექტორი)
1981–1988 კრისტო ჯორგი (-), კინო-რეჟისორი, (ხელოვნების საშუალო ინსტიტუტის დირექტორი)
1988–1991 იაკუფ მატო (1934–2005), (ხელოვნების საშუალო ინსტიტუტის დირექტორი)
1991–1992 ფატმირ ჰისი (-), მუსიკოსი, (ხელოვნების აკადემიის დირექტორი)
1992–1995 ბუიარ კაპეჰიუ (1944 – ), კინო-რეჟისორი და მსახიობი (ხელოვნების აკადემიის დირექტორი)
1995–1997 გიერგ ჟეი (1926–2010), მწერალი, (ხელოვნების აკადემიის დირექტორი)
1997–2008 კაშტროიტ ჩაუში (1954 – ), მსახიობი, დრამის პროფესორი (ხელოვნების აკადემიის რექტორი)
2008–2016 პეტრიტ მალაი (1961 – ), მსახიობი, დრამის პროფესორი (ხელოვნების აკადემიის რექტორი, ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი)
2016 კაშტროიტ ჩაუში (1954 – ), მსახიობი, დრამის პროფესორი (ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი)

გამოჩენილი კურსდამთავრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.uart.edu.al/index.php?pg=faqe&id=120&niveli=2
  2. On March 23, 2011 by Decision of the Council of Ministers of the Republic of Albania, the Academy of Arts was reorganized and renamed "University of Arts".. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 18, 2011. ციტირების თარიღი: აპრილი 1, 2017.
  3. President of the Republic of Albania – News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-08. ციტირების თარიღი: 2017-04-01.