მულტიმედია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მულტიმედია (ინგლ. multi - ბევრი, media - medium საშუალება) — ინფორმაციის (აკუსტიკური, ვიზუალური, ტექსტური და გრაფიკული) გადაცემის, შენახვისა და წარმოების სხვადასხვა საშუალების ტექნოლოგია, აგრეთვე, ასეთი ტექნოლოგიის მარეალიზებელი პროგრამებისა და საინფორმაციო სისტემების ერთობლიობა.

მულტიმედიას შეიძლება ჰქონდეს მარტივი სახე,მაგალითად,ერთი სურათის წარმოდგენა და კომპლექსური სახე,როდესაც კომპიუტერული პროგრამა ერთდროულად იტევს ხმას,გამოსახულებასა და ტექსტს.ინფორმაციული საშუალებების ასეთი კომბინაცია დღეს ყველა პერსონალური კომპიუტერისთვისაა შესაძლებელი,რაც გზას უხსნის განათლებისა და გართობის ახალ სამყაროს.

პირველი მულტიმედიური საშუალებები პრიმიტიული სახის იყო.მომხმარებელი შეზღუდული იყო ბევრ რამეში.გამოსახულება გამოიყურებოდა ჩვეულებრივი წიგნის ფურცლის მსგავსად.არ იყო გამოსახულების სწრაფად გამოცვლის საშუალება.

ინტერაქტიული მულტიმედია მომხმარებელს საშუალებას აძლევს,თავად განსაზღვროს ინფორმაციის მიღების პირობები.ეს იმას ნიშნავს,რომ კარგი დიზაინით შესრულებული მულტიმედიური პაკეტი აღჭურვილია მრავალფეროვანი ინფორმაციული ლინკებით,ანუ ბმულებით და ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება ეძლევა აირჩიოს საკუთარი მეთოდი ინფორმაციის მიღება–გადამუშავებისთვის.თითოეულ ასეთ პაკეტში ბმულები და ჰიპერბმულები შეფერილია ინდივიდუალური ფერით და საშუალებას აძლევს მომხმარებელს ადვილად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია.

ინდივიდუალური კონტენტის მაგალითები კომბინირებულ მულტიმედიაში:

ApertureDefn1707.png
Hörlurar.jpg
Praktica.jpg
ტექსტი
აუდიო
ფოტოურათი
Animhorse.gif
Muybridge horse gallop animated 2.gif
Scroll switch mouse.jpg
ანიმაცია
ვიდეო ფუტაჟი
ინტერაქტიულობა

კომპაქტ–დისკი[რედაქტირება]

მიღებული ინფორმაციის შენახვის ერთ–ერთი მეთოდია მისი ჩაწერა კომპაქტ–დისკზე.კომპაქტს–დისკზე შენახულ ინფორმაციას მხოლოდ წასაკითხად ვარგისი სახე აქვს,მისი შეცვლა ან შესწორება შეუძლებელია.ერთი კომპაქტ–დისკი იტევს 700 ან 800 მეგაბიტ ინფორმაციას.CD-ROM კომპაქტ–დისკი მუშაობს თითქმის იმავე პრინციპებით,როგორც აუდიო კომპაქტ–დისკი.კომპაქტ–დისკი მზადდება პოლიკარბონატისგან და დაფარულია ალუმინის შენადნობისა და,თავის მხრივ,პლასტიკის ფენით,რომელიც იცავს მას მტვრისა და ნათითურებისაგან.ინფორმაცია ინახება ალუმინის ფენაში დ აპატარა ჩაღრმავების სახე აქვს.ლაზერისგან არეკლილი სხივი გვიჩვენებს,თუ სად არის ასეთი ჩაღრმავება – თუ სინათლე მკრთალია,მაშინ ალუმინის ფენაზე ეს ჩაღრმავება არსებობს,თუკი ანარეკლი ძლიერია – ზედაპირი სწორია.კომპაქტ–დისკის წამყვანი უგზავნის ჩაღრმავების მოდელებს კომპიუტერს,რომელიც აღიქვამს მათ როგორც ორობით კოდს და გარდაქმნის ამ ინფორმაციას სიტყვის,ხმის ან ანიმაციის სახით.

კომპაქტ–დისკის წამყვანი დისკზე არსებულ ინფორმაციას კითხულობს წითელი ლაზერის სხივის საშუალებით. მეტად ეფექტიანია ლურჯი ლაზერის სხივი,რომლის საშუალებითაც შესაძლებელია უფრო მეტი ინფორმაციის დამახსოვრება.დღეისათვის შემუშავებულია ლურჯი ლაზერის სხივით აღჭურვილი საცდელი მოდელები,მომავალში ისინი სერიულად გამოიცემა.

დროს რომელიც სჭირდება კომპიუტერს დისკიდან ინფორმაციის მოსაპოვებლად,ეწოდება მიმართვის დრო და იზომება მილიწამებში (მწმ).მილიწამი წარმოადგენს წამის მეათასედ ნაწილს.რაც უფრო დაბალია მიმართვის დრო,მით უფრო მალე უპასუხებს კომპიუტერი მომხმარებლის ბრძანებას.თანამედროვე ტექნოლოგიები უფრო და უფრო იხვეწება, რათა მიმართვის დრო დაყვანილ იქნეს მინიმუმამდე.

ინფორმაციის წასაკითხად ლაზერი უმიზნებს დისკის იმ ნაწილს,სადაც აღნიშნული ინფორმაციაა ჩაწერილი.სიჩქარეს,რომლითაც წაკითხული ინფორმაცია გადაეცემა კომპიუტერს,მონაცემთა გადაცემის სიჩქარე ეწოდება და იზომება ერთეულში,რომელიც განსაზღვრავს წამში გადაცემული ინფორმაციის რაოდენობას.კომპაქტ–დისკის პირველი წამყვანები ინფორმაციას გადასცემდნენ 150 კილობიტი/წამში სიჩქარით.ორმაგი სიჩქარის კომპაქტ–დისკის წამყვანები,როგორც ეს სახელიდან ჩანს,გადასცემდნენ ორმაგ ანუ 300 კილობიტ ინფორმაციას წამში.რაც მეტია მონაცემთა გადაცემის სიჩქარე,მით უფრო მალე გამოჩნდება ინფორმაცია მონიტორზე.

მულტიმედიური კომპიტერული სისტემები,ჩვეულებრივ,აღჭურვილია კომპაქტ–დისკის წამყვანით,სტერეო ხმის სისტემით,დინამიკებით და ხმის პლატით.ხმის პლატა თავსდება კომპიუტერში და აუმჯობესებს ხმის შესაძებლობებს.მისი საშუალებით ხდება ბგერითი ფაილების გადამუშავება და შემდგომ გახმოვანება დინამიკებსა და ყურსასმენებში.ასევე ხმის პლატაზე შიძლება ხმის ჩაწერა,ამისათვის აუცილებელია გქონდეთ მიკროფონი ან სხვა ელექტრონული ინსტრუმენტი. კომპიუტერს ხმოვანი ტალღები გადაჰყავს ციფრულ ფორმატში და წერს დისკზე.ხმის პლატის გარეშე კომპიუტერი გამოსცემს მხოლოდ მოკლე სიგნალებს,პლატით აღჭურვილი კი საშუალებას იძლევა მოვუსმინოთ მრავალფეროვან მუსიკალურ თუ ხმოვან ბგერებს.

ხმის ფორმატი[რედაქტირება]

ხმის პლატების უმრავლესობა უკრავს მხოლოდ ორი ტიპის ხმოვან ფაილს – ტალღოვანს და არატალღოვანს.ხმა,ანუ ბგერა არის რხევითი ტალღა,რომელიც აღიქმება ყურის საშუალებით.აღქმის შემდეგ ტალღა გარდაისახება ელექტრონულ იმპულსებად და გადაეცემა ტვინს,სადაც მისი შემდგომი დეკოდირება ხდება და საბოლოოდ მიიღება ბგერა.მულტიმედიის შემთხვევაში კი,მიკროფონი გარდაქმნის ბგერით ტალღებს ელექტრონულ სიგნალებად,რომლებსაც ეწოდებათ ანალოგიური სიგნალები.ამის შემდგომ,ფიქსირებული ინტერვალით,ხმის პლატა იწერს ამ სიგნალებს.ანალოგიური სიგნალების ჩაწერის სიხშირეს დისკრეტიზაციის სიხშირე ეწოდება.ორიგინალური გახმოვანების მისაღებად მაღალი სიხშირეა საჭირო.

დისკრეტიზაციის სიხშირე იზომება კილოჰერცებში. ყველაზე დაბალი დისკრეტიზაციის სიჩქარე არის 11 კილოჰერცი,რაც ნიშნავს იმას რომ 1 წამში ხდება 11 000 სიგნალის ჩაწერა/რაც უფორ მეტია ეს სიხშირე, მით უფრო კარგი ხარისხის არის ხმა.

რაც შეეხება არატალღოვან ფაილებს,ისინი გამოიყენება მხოლოდ მუსიკის შასანახად.მუსიკალური ინსტრუმენტისთვის არატალღოვანი ფაილი წარმოადგენს ციფრულ ინტერფეისს.ისინი მცირე ზომისაა და ხშირად გამოიყენება იმ შემთხვვაში, როცა დისკზე საკმარისი ადგილი არ არის.

გამოსახულება[რედაქტირება]

მულტიმედიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრივილეგიაა გამოსახულება,რომელიც მიიღება სამი ძირითადი ფერის – წითელის,ლურჯის და მწვანეს კომბინაციით.გამოსახულება შედგება ათასობით წვრილი წერტილისგან,ე.წ. პიქსელისაგან.თითოეული პიქსელი შეცავს წერტილების ჯგუფებს,რომლებიც მაშინ ირეკლავენ წითელ,ლურჯ და მწვანე ფერებს,როდესაც მათ ხვდება ელექტრონული სხივი.ამ სხივების ინტენსივობის ცვალებადობა წარმოქმნის სხვადასხვა ფერს.რაც უფრო მეტი პიქსელია ეკრანზე,მით უფრო მკვეთრია გამოსახულება.

გამომდინარე იქიდან რომ თითოეული ელექტრონული სხივი დიდხანს არ ძლებს,გამოსახულების შესანარჩუნებლად საჭიროა ამ სხივების ხშირი განახლება.ამას ეწოდება რეგენერაციის სიხშირე და იზომება იმის მიხედვით,თუ რა სიხშირით ცვლის მონიტორი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ელექტრონების მოდელებს.უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ვერტიკალური მოდელების განახლების სიხშირეს.მონიტორების უმრავლესობა მათ წამში 76–ჯერ აახლებს,ე.ი. რეგენერაციის სიხშირე 76 ჰერცია.რაც უფრო მეტია აღნიშნული სიხშირე მით უფრო თანაზომიერია გამოსახულება.

მულტიმედიის გამოყენება[რედაქტირება]

მოძრავი ნახატების მონაცვლეობა,მუსიკა,სტერეო ხმა და ფერადი გამოსახულება ეფექტური სანახაობაა.კარგი მულტიმედიური პროგრამა აბალანსებს ყველა ამ საშუალებას. თუმცა,მთავარი მნიშვნელობა აქვს ვიდეოგამოსახულებას.ეს არის მულტიმედიის წამყვანი საშუალება,რომლის დახმარებითაც მომხმარებლისათვის ინფორმაციის მოწოდება ხდება ყველასათვის ადვილი და გასაგები გზით.თუმცა, მასაც აქვს ნაკლი – ვიდეოგამოსახულება დიდ ადგილს იკავებს დისკზე და მისი ჩატვირთვა დროს მოითხოვს.

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია ადვილად მოიძიოს ინფორმაცია დისკიდან,ამ პროცესს აადვილებს ჰიპერბმულები. ბმულზე დაწკაპუნებით მას ეკრანზე გამოაქვს საჭირო ინფორმაცია.ჰიპერბმულები მულტიმედიის განუყოფელი ნაწილია და მომხმარებელს საშუალებას აძლევენ ინფორმაციის დამუშავებისას მეტად დამოუკიდებლები იყვნენ.ეს ნიშნავს იმას,რომ მომხმარებელი თავად ირჩევს ინფორმაციასთან გაცნობის საკუთარ გზას და ძიების სისწრაფეს.რაც მას უადვილებს მუშაობას.თანამედროვე პროგრამები აღჭურვილია საუკეთესო დიზაინითა და მოხმარების უადვილესი ელემენტებით.

ინფორმაციის მოძიებისათვის მულტიმედიური პროგამები აღჭურვილია სპეციალური საძიებო სისტემებით.სისტემა ტექსტური ხასიათისაა,თუმცა ტექსტის შეყვანით ადვილად შეგიძლიათ მოიძიოთ ვიდეორგოლები ან ფოტომასალა.

მულტიმედიური პროგრამები არ შეიცავს მხოლოდ თამაშებსა და ენციკლოპედიებს – არსებობს ბევრი სხვა საინტერესო პროგრამაც.ძალიან პოპულარული ხდება კომპიუტერული სასწავლო პროგრამები,რომელთა დახმარებითაც მომხმარებლებს შეუძლიათ დავეუფლონ ნებისმიერ საქმეს – დაწყებული კულინარიითა და დამთავრებული დეკორაციით.არსებობს,აგრეთვე,საბავშვო პროგრამები რომლებიც ბავშვებს ასწავლის დათვლას,კითხვას და უცხო ენებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

ენციკლოპედია "შემეცნების სამყარო"

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]