ავღანეთის ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავღანეთის ეროვნული მუზეუმი
34°28′03″ ჩ. გ. 69°07′12″ ა. გ. / 34.46750° ჩ. გ. 69.12000° ა. გ. / 34.46750; 69.12000
დაარსდა 1922
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
მდებარეობა ქაბული
ექსპონატი 100 000 1978 წლისათვის; ამჟამად დაახ. 80 000[1][2]
ოფიციალური საიტი http://www.afghan-web.com/kabul-museum/
Map

ავღანეთის ეროვნული მუზეუმი (დარი: موزیم ملی افغانستان, Mūzīyam-e mellī-ye Afghānestān; პუშტუ د افغانستان ملی موزیم, Də Afghānistān Millī Mūzīyəm), ასევე ცნობილი, როგორც ქაბულის მუზეუმი — ორსართულიანი ნაგებობა, რომელიც ქაბულის ცენტრიდან 9 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს, ავღანეთი. 2014 წელს მუზეუმში მიმდინარეობდა განახლებითი ღონისძიებები, რათა მუზეუმს საერთაშორისო სტანდარტები დაეკმაყოფილებინა, ასევე შექმნილიყო დიდი ზომის ბაღი, სადაც დამთვალიერებლები დასვენებასა და გასეირნებას შეძლებდნენ.[3] ერთი პერიოდი მუზეუმი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ამგვარი ტიპის დაწესებულებად მიიჩნეოდა.[4][5]

მუზეუმის კოლექცია ცენტრალურ აზიაში ერთი პერიოდი საუკეთესო იყო.[6] კოლექცია დაახლოებით 100 000 ნივთს მოიცავდა და რამდენიმე ათასწლეულით თარიღდებოდა. ექსპონატები მოიცავდა სპარსეთის იმპერიის, ბუდისტური და ისლამური კულტურების ნიმუშებს. 1992 წელს ავღანეთის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ მუზეუმი რაკეტების თავდასხმის გამო ძალიან დაზარალდა და გამოფენილი 100 000 ნივთის დაახლოებით 70% დაიკარგა.[7][8] 2007 წლიდან, საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით მუზეუმისათვის დაახლოებით 8 000 არტეფაქტის მოძიება გახდა შესაძლებელი. ამ ნამუშევრების უმეტესობა კირქვის ქანდაკებები იყო გერმანიიდან.[9] გაერთიანებულმა სამეფომ მუზეუმს 843 არტეფაქტი დაუბრუნა, რომელთა შორის იყო I საუკუნით დათარიღებული ბაგრამის სპილოს ძვლის ნამუშევრები.[10]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავთანეთის ეროვნული მუზემუ გაიხსნა 1919 წელს, ავღანეთის მეფის, ამანულა ხანის პერიოდში (ის მეფედ 1926 წელს აკუთხეს).[11] კოლექცია თანდაპირველად ბაღ-ე ბალას სასახლის შენობაში მდებარეობდა, მაგრამ 1922 წელს მან ადგილი შეიცვალა და „ცნობისმოყვარეობის კაბინეტი“ გახდა.[12] მუზეუმის ამჟამინდელ ლოკაციაზე დაწესებულება 1931 წელს გადავიდა.[13] 1973 წელს დაიქირავეს დანიელი არქიტექტორი, რომელსაც მუზეუმის ახალი შენობის დიზაინზე უნდა ემუშავა, მაგრამ გეგმები არასოდეს განხორციელებულა.[14] 1989 წელს მუზეუმში დაცული ბაქტრიული ოქრო ავღანეთის ცენტრალური ბანკის მიწისქვეშა საცავში გადაიტანეს.[7]

მუზეუმის ინტერიერი 2008 წელს

ავღანეთის პრეზიდენტის, მუჰამედ ნაჯიბულას მთავრობის დამხობის შემდეგ და ავღანეთის სამოქალაქო ომის შედეგად 1990-იანი წლების დასაწყისში მუზეუმის კოლექციაში არსებული 100 000 ობიექტის დაახლოებით 70% განადგურდა.[7] 1993 წელს, რაკეტების შეტევის შედეგად უძველესი თიხის ნაკეთობები განადგურდა.[15] 1994 წლის მარტში, მუზეუმი, რომელიც სამხედრო ბაზად გამოიყენებოდა სარაკეტო თავდასხმების შედეგად ძალიან დაზიანდა. პრეზიდენტ ბურჰანუდინ რაბანის მთავრობის ინფორმაციისა და კულტურის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც 71 მუზეუმის თანამშრომლებს ინვენტარი ქაბულის სასტუმროში (ამჟამინდელი სასტუმრო სერენა) უნდა გადაეტანათ შემდგომი სარაკეტო თავდასხმებისაგან დასაცავად.[14] 1996 წლის სექტემბერში, მუზეუმის მომსახურე პერსონალმა მუზეუმის გადარჩენილი ნივთების კატალოგი შექმნა.[6] 2001 წლის თებერვალსა და მარტში თალიბანმა ხელოვნების ნიმუშების დიდი ნაწილი გაანადგურა.[16] 2001 წლის ნოემბერში გამოცხადდა, რომ თალიბებმა დაახლოებით 2 750 უძველესი ნამუშევარი გაანადგურეს.[17]

დოქტორი საედ მახდუმ რაჰენი, ელჩი კარლ ეიკენერი და ვაჰედულა შაჰრანი მუზეუმში 2011 წლის მარტში

2003-2006 წლებში მუზეუმის აღდგენაზე დაახლოებით 350 000 აშშ დოლარი დაიხარჯა. მუზეუმის მნიშვნელოვანი არტეფაქტების ნაწილი მეტალის ყუთებიდან და სხვა უსაფრთხოებისათვის შემქნილი ადგილებიდან ამოიღეს.[18] ზოგიერთი არქეოლოგიური ობიექტი იქნა ნაპოვნი სათავსოებში ქაბულში,[19] ერთი მთლიანი კოლექცია კი შვეიცარიაში აღმოაჩინეს[20] 2007 წლიდან, იუნესკო და ინტერპოლი მუზეუმს დაახლოებით 8 000 ობიექტის აღდგენაში დაეხმარა.[9] 2012 წლის ივლისში, 843 არტეფაქტი გაერთიანებულმა სამეფოში მდებარე ბრიტანეთის მუზეუმმა დაუბრუნა ავთანეთს, მათ შორისაა I საუკუნის ბაგრამის სპილოს ძვლის ნაკეთობები.[10]

მუზეუმის ბაღი 2010 წელს

2012 წელს ესპანურმა არქიტექტურულმა კომპანიამ გაიმარჯვა ავღანეთის მუზეუმის ახალი დიზაინისათვის გამოცხადებულ კონკურსში.[3] მუზეუმის განახლების სამუშაოები 2013 წელს დაიწყო საერთაშორისო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ასევე უნდა შექმნილიყო დიდი ზომის ბაღი, სადაც დამთვალიერებლები დასვენებასა და გასეირნებას შეძლებდნენ.

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში ინახება სპილოს ძვალით შესრულებული მრავალი საგანძური, ასევე არტეფაქტები ქუშანის სამეფოდან, ადრეული ბუდიზმისა და ადრეული ისლამის პერიოდის ნიმუშები. მუზეუმში დაცული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია მეფე კანიშკას რაბათაკის ხელნაწერები, რომელიც 1990-იან წლებში მიმდინარე მოვლენებს გადაურჩა.

საერთაშორისო კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„მოგზაური კოლექციის“ შემადგენლობაში შედის მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტები: ბაგრამიდან, აი-ხანუმიდან, ტეპე ფულოლიდან, ასევე ოქროს ძვირფასეულობა ტილია თეპეს ექვსივე სამარხიდან. ეს ყოველივე კოლექციის ნაწილი 2003 წლიდანაა. ეს ნამუშევრები გამოფენილი იყო: გიმის მუზეუმში (საფრანგეთი), ამერიკის შეერთებული შტატების ოთხ მუზეუმში, კანადის ისტორიის მუზეუმში, ბონის მუზეუმში (გერმანია) და ბრიტანეთის მუზეუმში (გაერთიანებული სამეფო). კოლექცია კვლავ მოგზაურობს და საბოლოოდ საბოლოოდ ავღანეთის ეროვნულ მუზეუმს დაუბრუნდება.[21]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://me.mashable.com/culture/14802/national-museum-of-afghanistan-express-growing-concerns-for-the-safety-of-ancient-artefacts-in-the-r
  2. https://www.nationalgeographic.com/history/article/taliban-destroyed-afghanistan-ancient-treasures-will-history-repeat-itself
  3. 3.0 3.1 Bustler. Winners of the National Museum of Afghanistan Competition.
  4. From Our Own Correspondent - a celebration of fifty years of the BBC Radio Programme by Tony Grant
  5. Games without Rules: The Often-Interrupted History of Afghanistan by Tamim Ansary
  6. 6.0 6.1 (1998) რედ. Girardet, Edward: Afghanistan. Geneva: CROSSLINES Communications, Ltd., გვ. 291. 
  7. 7.0 7.1 7.2 Lawson, Alastair (1 March 2011). „Afghan gold: How the country's heritage was saved“. BBC. ციტირების თარიღი: 1 March 2011.
  8. Burns, John F. (30 November 1996). „Kabul's Museum: The Past Ruined by the Present“. The New York Times.
  9. 9.0 9.1 (31 January 2012) Germany returns Afghan sculpture bbc.co.uk/news/
  10. 10.0 10.1 (19 July 2012) Looted art returned to Afghanistan, bbc.co.uk
  11. Afghanistan: Hidden Treasures from the National Museum, Kabul (2008), p. 35. Eds., Friedrik Hiebert and Pierre Cambon. National Geographic, Washington, D.C. ISBN 978-1-4262-0374-9.
  12. Meharry, Joanie Eva "The National Museum of Afghanistan: In Times of War" დაარქივებული 2010-09-06 საიტზე Wayback Machine. , The Levantine Review
  13. National Museum of Afghanistan - SILK ROAD.
  14. 14.0 14.1 Grissmann, Carla (February 19, 2004). „KABUL MUSEUM“. In Ehsan Yarshater (ed.). Encyclopædia Iranica (Online ed.). United States: Columbia University.
  15. Museum Under Siege: Full Text - Archaeology Magazine Archive.
  16. Destruction in Kabul: I watched as the Taliban destroyed my life's work. BBC News (20 January 2016). ციტირების თარიღი: 15 February 2019
  17. Taliban destroyed museum exhibits (23 November 2001).
  18. Afghanistan: Hidden Treasures from the National Museum, Kabul (2008), pp. 37-53. Eds., Friedrik Hiebert and Pierre Cambon. National Geographic, Washington, D.C. ISBN 978-1-4262-0374-9.
  19. Interviews: Priceless Afghan Treasures Recovered.
  20. „Afghan treasures return to Kabul“. BBC News. 17 March 2007.
  21. Cambon, P Afghanistan les tresors retrouves, Paris 2007