ადოლფ ფონ ჰარნაკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადოლფ ჰარნაკი

ადოლფ ფონ ჰარნაკი (გერმ. Adolf von Harnack; დ. 7 მაისი, 1851, ქ. დერპტი, ახლანდელი ქ. ტარტუ ― გ. 10 ივნისი, 1930, ჰაიდელბერგი), გერმანელი თეოლოგი. იყო პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ბერლინის უნივერსიტეტის რექტორი (1901 წლიდან). ავტორია მრავალი თეოლიგიური გამოკვლევისა („დოგმების ისტორია“ სამ ტომად (1885-1890), „ძველი ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია ევსებიოსმდე“ სამ ტომად (1893-1904), „ქრისტიანობის არსი“ (1900), „მონაზვნობა, მისი იდეალები და ისტორია“ (მე-6 გამოცემა, 1903)].

1900-იან წლებში ჰარნაკთან პეტერბურგის უნივერსიტეტიდან მიავლინეს ი. ჯავახიშვილი, რომელმაც გერმანულ ენაზე გამოაქვეყნა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ ჰარნაკის კომენტარებითურთ (1901). 1903 წელს ნ. მარის შრომის - „სინის მთაზე მუშაობის წინასწარი ანგარიში“ - გაცნობამ გააღრმავა ჰარნაკის ინტერესი საქართველოსადმი. მან მოუწოდა გერმანელ მეცნიერებს შეესწავლათ საქართველოს ისტორია და კულტურა, რამაც დიდი გამოძახილი იქონია დასავლეთ ევროპაში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლოლაშვილი ი., ქსე, ტ. 11, გვ. 604, თბ., 1987