ჰიგროფიტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენდრონიკას ყვავილი

ჰიგროფიტები (ბერძ. ὑγρός [hygros] — „ტენი“ და φυτόν [phyton] — „მცენარე“) — ტენიანი ადგილების მცენარეები, გავრცელებულები არიან ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის ტენიანობა მაღალია (დიდბაია, ისლი, ჭილი). ეს მცენარეები წყლის დეფიციტს არ განიცდიან, აქედან გამომდინარე მათ აგებულებაში არ შეიმჩნევა ისეთი სტრუქტურები და მექანიზმები, რომლებიც ზღუდავენ წყლის ხარჯვას. ახასიათებთ ზედაპირული, არა ღრმა ფესვთა სისტემა, სუსტად განვითარებული ეპიდერმისი და კუტიკული, გამტარი სისტემა, მექანიკური ქსოვილები. სამაგიეროდ, კარგადაა განვითარებული აერენქიმა, რადგან ჭარბტენიანი ნიადაგი ფესვთა სუნთქვისათვის აუცილებელი ჟანგბადის დეფიციტით გამოირჩევა. ჰიგროფიტებს ახასიათებთ დიდი ზომის ბაგეები, რომლებიც უმეტესად ღიაა. ვერ იტანენ წყლის მცირე რაოდენობით დაკარგვასაც კი.[1]

ზოგიერთი ჰიგროფიტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ზარქუა მ., მცენარეთა ანატომიისა და მორფოლოგიის პრაქტიკული კურსი, თბ.: „უნივერსალი“, 2012. — გვ. 170–171, ISBN 978-9941-17-???? Invalid ISBN.