ისლი
იერსახე
| ისლი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Carex Acuta | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Carex | ||||||||||||
| ||||||||||||
ისლი (Carex) — მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი კორდის შემქმნელი ფესურიანი ბალახებია. აქვთ სახწახნაგოვანი, იშვიათად მომრგვალო ღერო, რომელიც შემოსილია ხაზური ან ლანცეტა ფოთლებით.
ისლის 2000-მდე სახეობაა ცნობილი. უმეტესობა გავრცელებულია ზომიერი და ცივი ჰავის ზონებში. საქართველოში 90-მდე სახეობა გვხვდება.
ხარობს თითქმის ყველანაირი ტიპის ადგილსამყოფელში - ტყის ზონაში, უდაბნოში, ტუნდრაში და ალპურ მდელოებზე. განსაკუთრებით ბევრია ყველა ზონის ტენიან და ჭაობიან ადგილებში.
იყენებენ სასილოსედ და თივად. ზოგ სახეობას — ჭილობის, ჩანთებისა და ქუდების მოსაქსოვად, ნაგებობათა გადასახურავად, იშვიათად თოკსაც გრეხენ. მსხვილი ისლისგან მზადდება ქაღალდი და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქიმერიძე კ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 234.