მჟაველა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ბალახოვან მცენარეთა გვარს ეხება. ვაზის ჯიშის შესახებ იხილეთ მჟაველა (ვაზის ჯიში).
მჟაველა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Oxalidales
ოჯახი:  მჟაველასებრნი
გვარი:  მჟაველა
ლათინური სახელი
Oxalis

მჟაველა (ლათ. Oxalis) — მცენარეთა გვარი მჟაველასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ბალახია, ზოგჯერ ბუჩქბალახია. აქვს სამყურა ან თათისებრ რთული ფოთოლი, კოლოფი ნაყოფი. 800-მდე სახეობა უმეტესად გავრცელებულია სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და მექსიკაში. საქართველოში 5 სახეობაა. ტენიან წიწვოვან ტყეებში ხშირად გვხვდება ჩვეულებრივი მჟაველა (Oxalis acetosella). პატარა უღერო ბალახია. ღამით და მოღრუბლულ ამინდში მისი ფოთლის ფოთოლაკები იკეცება. ფოთოლი შეიცავს C ვიტამინსა და მჟაუნმჟავას. ზოგიერთი აფრიკისა და ამერიკის სახეობა საჭმელი ბოლქვების გამო კულტივირებულია დასავლეთ ევროპაში, ბევრი სახეობა დეკორატიულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]