დიდბაია
იერსახე
| დიდბაია | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
Caltha palustris | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Caltha | ||||||||||||
| ||||||||||||
დიდბაია, ჭყანტა (ლათ. Caltha) — მცენარეთა გვარი ბაიასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. აქვთ დიდი, კაშკაშა ყვითელი ყვავილები, ფოთლურა ნაყოფი.
მისი 20-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 2 სახეობა: ლათ. Caltha palustris და ლათ. Caltha polypetala, რომლებიც იზრდებიან დაჭაობებულ ან ტენიან სარტყელში, იშვიათად — უფრო დაბლაც. ლათ. Caltha polypetala-ს არეალი კავკასია-წინა აზიით შემოიფარგლება, ხოლო ლათ. Caltha palustris — უფრო ფართოდაა გავრცელებული — მთელ პოლარქტიკულ სამყაროს მოიცავს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 506.