ტყის წიწმატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტყის წიწმატი

Cardamine hirsuta
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cardamine

ტყის წიწმატი (ლათ. Cardamine) — მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა, ერთ-, ორ- ან მრავალწლოვანი ბალახებია. კენტფრთისებრ დაყოფილი, იშვიათად მთლიანი ფოთლები აქვთ. ღეროსეული ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, ფესვთანური — როზეტად შეკრებილი. თეთრი, ვარდისფერი ან სოსანისფერი ყვავილები მტევნისებრ ყვავილებშია თავმოყრილი. ნაყოფი ჭოტია.

150-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში 8 სახეობა გვხვდება. იზრდება ტენიან მდელოებზე, მდინარეების, ნაკადულების ნაოპირებზე, ტყეებში.

საქართველოში ფართოდაა გავრცელებული ლათ. Cardamine hirsuta. ლათ. Cardamine seiditziana დეკორატიული მცენარეა, მისი გამოყენება შეიძლება ტენიანი ადგილების გასაფორმებლად, ლათ. Cardamine uliginosa თაფლოვანია, იყენებენ სურავანდის საწინააღმდეგოდ და საჭმლის შესანელებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]