ნამიკრეფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ნამიკრეფია
Gewoon struisgras Agrostis tenuis.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
რიგი:  Poales
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ნამიკრეფია
ლათინური სახელი
Agrostis

ნამიკრეფია (Agrostis) — მრავალწლოვან, იშვიათად ერთწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა. 200-მდე სახეობა გავრცელებულია ზომიერ და ტროპიკების მთიან სარტყელში, უმეტესად ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. კავკასიაში 11 სახეობაა, მათგან საქართველოში 8 გვხვდება. სახეობათა უმეტესობა საკვები ბალახია. განსაკუთრებით კარგი საკვებია თეთრი ნამიკრეფია (Agrostis alba), რომელიც ჩვენში იზრდება მთის ზედა სარტყლამდე, ტენიან ადგილებში. იგი შეტანილია კულტურაში და გამოიყენება ბალახნარევებში ხელოვნური სათიბ-საძოვრებისათვის; ბრტყელფოთოლა ნამიკრეფია (Agrostis planifolia) გვხვდება მაღალმთის მშრალ მდელოებზე; ნატყევარ მდელოებზე გავრცელებულია ჩვეულებრივი ნამიკრეფია (Agrostis capillaris); ჯავახეთისა და აჭარა-იმერეთის მთიან საძოვრებზე გვხვდება ლაზური ნამიკრეფია (Agrostis lazica); ჯავახეთის ზეგანზე მდინარისა და ტბის ტენიან ნაპირებზე გავრცელებულია ყარსული ნამიკრეფია (Agrostis karsensis). საკმაოდ ხეშეშია და როგორც საკვები ბალახი მდარე ხარისხისაა. ნამიკრეფია საუკეთესოა ჩამორეცხილი მთისკალთების გაკორდება-გამაგრებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი შ., ქსე, ტ. 7, გვ. 309, თბ., 1984