ენდრონიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენდრონიკა
Galium odoratum
Galium odoratum
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ენდროსებრნი
გვარი:  ენდრონიკა
ლათინური სახელი
Galium

ენდრონიკა (ლათ. Galium) — ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახების, ზოგჯერ ბუჩქბალახების გვარი ენდროსებრთა ოჯახისა. თეთრი, ყვითელი ან ვარდისფერი პატარა ყვავილები შეკრებილია საგველა ყვავილედებად. ნაყოფი ორთესლიანი კაკლუჭაა.

ენდრონიკა ევრაზიური გვარია. აერთიანებს 400-მდე სახეობას, რომელთაგან საქართველოში გვხვდება 28 სახეობა. იზრდება მდელოებზე, ველობებზე, ტყეებში, წყალსატევების ნაპირებზე, ზოგიერთი (ლათ. Galium grusinum) მთის ქსეროფიტების კომპონენტია.

ბევრი სახეობა თაფლოვანია და სამკურნალო თვისებები აქვს, ზოგი საღებავ ნივთიერებებს შეიცავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]