ჯუანშერი, ჯუანშერ I — ერთი მოსაზრებით, ქართლისერისმთავარი590–591 წლებში. მისი არსებობა ნავარაუდებია უნიკალური „ქართულ–სასანური“ ვერცხლის მონეტის მიხედვით, სადაც დაქარაგმებულად, ასომთავრული ასოებით გამოსახულია „ჯო“, რომელსაც გ. დუნდუა კითხულობს — ჯონბერ/ჯუანშერი. დასახელებული ერისმთავარი წერილობით წყაროებში არ მოიხსენება. მონეტა მოჭრილია გურგენის მონეტის მიბაძვით. ი. ფაღავას და სხვათა მოსაზრებით, „ჯო“ იკითხება, როგორც „ჯვარი“.