ჯაყისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯაყისწყალი
თურქ. Derindere çay
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
ტერიტორიული ერთეულები სამცხე-ჯავახეთის მხარე
არტაანის პროვინცია
სათავე ერუშეთის მთიანეთი
41°22′22″ ჩ. გ. 43°00′24″ ა. გ. / 41.372806° ჩ. გ. 43.006833° ა. გ. / 41.372806; 43.006833
სათავის მდებარეობა თურქეთი
სათავის სიმაღლე 2775 მ
შესართავი ფოცხოვისწყალი
41°31′00″ ჩ. გ. 42°47′49″ ა. გ. / 41.516750° ჩ. გ. 42.797111° ა. გ. / 41.516750; 42.797111
შესართავის მდებარეობა საქართველო
სიგრძე 26 კმ
აუზის ფართობი 126 კმ²
მდინარის სისტემა ფოცხოვისწყალიმტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 1,5 მ³/წმ
ჯაყისწყალი — საქართველო
ჯაყისწყალი
ჯაყისწყალი
ჯაყისწყალი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ჯაყისწყალი
ჯაყისწყალი
— სათავე, — შესართავი

ჯაყისწყალი (თურქ. Derindere çay) — მდინარე საქართველოში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს ფოცხოვისწყლის მარჯვენა შენაკადს. სათავე აქვს თურქეთში, არტაანის პროვინციის პოსოფის რაიონში, ერუშეთის მთიანეთის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2775 მ სიმაღლეზე. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 126 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობაზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 1,5 მ³/წმ.[1]

ჯაყისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ჯაყის ციხე. მდინარე ჯაყისწყალი განიხილება როგორც სასაზღვრო მდინარე საქართველოსა და თურქეთს შორის.[2]

აღსნიშნავია, რომ ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად, ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტი, რის შედეგადაც ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით მასზე სამუშაოები განხორციელდა. მდინარის ბუნებრივი კალაპოტის აღდგენა მოხდა 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]