ჯაყისწყალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯაყისწყალი
ქვეყნები საქართველოს დროშა საქართველო
თურქეთის დროშა თურქეთი
სათავე ერუშეთის მთიანეთი
41°28′14″ ჩ. გ. 42°51′04″ ა. გ. / 41.470778° ჩ. გ. 42.851361° ა. გ. / 41.470778; 42.851361
სათავის მდებარეობა თურქეთი
სათავის სიმაღლე 2775 მ
შესართავი ფოცხოვისწყალი
41°31′00″ ჩ. გ. 42°47′49″ ა. გ. / 41.516750° ჩ. გ. 42.797111° ა. გ. / 41.516750; 42.797111
სიგრძე 26 კმ
აუზის ფართობი 126 კმ²
მდინარის სისტემა ფოცხოვისწყალიმტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 1,5 მ³/წმ
ჯაყისწყალი (საქართველო)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

ჯაყისწყალი — მდინარე საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს ფოცხოვისწყლის მარჯვენა შენაკადს. სათავე აქვს თურქეთში, ერუშეთის მთიანეთის დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2775 მ სიმაღლეზე. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 126 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი 1,5 მ³/წმ.[1]

ჯაყისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობდა შუა საუკუნეების ციხესიმაგრე ჯაყის ციხე, ხოლო მდინარის სათავეშია ყველისციხე. მდინარე ჯაყისწყალი განიხილება როგორც სასაზღვრო მდინარე საქართველოსა და თურქეთს შორის.[2]

აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი პირობების ზემოქმედების შედეგად, ჯაყისწყალმა შეიცვალა კალაპოტი, რის შედეგადაც ორ მონაკვეთზე შეცვლილი კალაპოტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით მასზე სამუშაოები განხორციელდა. მდინარის ბუნებრივი კალაპოტის აღდგენა მოხდა 1973 წლის საზღვრის რედემარკაციის მასალების მიხედვით.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]