ხილდებერტ II
ხილდებერტ II | |
---|---|
ფრანგ. Childebert II | |
ავსტრაზიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 575 |
მმართ. დასასრული: | 595/596 |
წინამორბედი: | სიგებერტ I |
მემკვიდრე: | თოიდებერტ II |
ბურგუნდიის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 592 |
მმართ. დასასრული: | 595/596 |
წინამორბედი: | გუნტრამი |
მემკვიდრე: | თოიდერიხ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 570 |
გარდ. თარიღი: | 595/596 |
დინასტია: | მეროვინგები |
მამა: | სიგებერტ I |
დედა: | ბრუნჰილდა |
ხილდებერტ II (ფრანგ. Childebert II; დ. 570 — გ. 595/596) — ავსტრაზიის მეფე 575 წლიდან, ბურგუნდიის მეფე 592 წლიდან. სიგებერტ I-სა და ბრუნჰილდას ვაჟი.
575 წელს, მამამისის, სიგებერტ I-ის მკვლელობის შემდეგ,[1] გუნდობალდმა, ერთ-ერთმა მისმა ერთგულმა დიდებულმა ხილდებერტი პარიზიდან ავსტრაზიის დედაქალაქ მეცში გადაიყვანა, სადაც იგი სუვერენულ მმართველად აღიარეს. ამ დროს ის მხოლოდ 5 წლის იყო და მისი მცირეწლოვანების პერიოდში ძალაუფლება დედამისს, ბრუნჰილდასა და დიდებულებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა.
პარიზის მეფე ხილპერიკ I და ბურგუნდიის მეფე გუნტრამი ხილდებერტთან ალიანსის შექმნას ცდილობდნენ, რომელიც ორივე მხარესთან წარმატებით განხორციელდა.[2]
587 წელა ანდელოტის ხელშეკრულებით ხილდებერტი გუნტრამის მემკვიდრედ იქნა აღიარებული, რომლის გარდაცვალების შემდეგაც (592 წ.) მან ბურგუნდიის სამეფო შეიერთა და ფრანკების ერთადერთი მეფე გახდა. ხილდებერტს ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიის იმპერიასთან და იმპერატორ მავრიკიოსის სახელით იტალიაში რამდენიმეჯერ ლანგობარდებსაც ებრძოდა მცირე წარმატებით.[3]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Merovingian Gaul and the Frankish conquests, Raymond Van Dam, The New Cambridge Medieval History: Volume 1, C.500-c.700, ed. Paul Fouracre, Rosamond Mac Kitterick, (Cambridge University Press, 2005), 204.
- ↑ Merovingian Gaul and the Frankish conquests, Raymond Van Dam, The New Cambridge Medieval History: Volume 1, C.500-c.700, 204.
- ↑ Ian Wood, The Merovingian Kingdoms, (Longman, 1994), 167-168.
ხილდებერტ II დაიბადა: 570 გარდაიცვალა: 595/596
| ||
წინამორბედი: სიგებერტ I |
ავსტრაზიის მეფე 575–595/596 |
შემდეგი: თოიდებერტ II |
წინამორბედი: გუნტრამი |
ბურგუნდიის მეფე 592–595/596 |
შემდეგი: თოიდერიხ II |
|