ხლოდომერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ხლოდომერი (გერმ. Chlodomer; ფრანგ. Clodomir Ier; დ. 495 — გ. 524) — ფრანკების მეფე. მეროვინგების დინასტიის წარმომადგენელი, ხლოდვიგ I-ისა და კლოტილდა ბურგუნდიელის მეორე ვაჟი. 511-524 წლებში იყო ორლეანის მეფე.

ხლოდვიგ I-ის გარდაცვალების შემდეგ ხლოდომერმა და მისმა სამმა ძმამ თოიდერიხმა, ხილდებერტმა და ხლოტარმა ფრანკთა სახელმწიფო გაინაწილეს. უდიდესი ნაწილი შეხვდა ძმებს შორის უფროსს თოიდერიხს. დანარჩენი ნაწილი კი ძმებმა, კლოტილდას შვილებმა, გაინაწილეს. ხლოდომირს შეხვდა მდინარე ლუარის აუზი, რომელსაც ორლეანის სამეფოსაც უწოდებდნენ. მისი სამფლობელოს დედაქალაქი გახდა ორლეანი.

ოჯახი[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]