ხილდებერტ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება


ხილდებერტ II
ფრანგ. Childebert II
Childebert II.png
ავსტრაზიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 575
მმართ. დასასრული: 595/596
წინამორბედი: სიგებერტ I
მემკვიდრე: თოიდებერტ II
ბურგუნდიის მეფე
მმართ. დასაწყისი: 592
მმართ. დასასრული: 595/596
წინამორბედი: გუნტრამი
მემკვიდრე: თოიდერიხ II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 570
გარდ. თარიღი: 595/596
დინასტია: მეროვინგები
მამა: სიგებერტ I
დედა: ბრუნჰილდა

ხილდებერტ II (ფრანგ. Childebert II; დ. 570 — გ. 595/596) — ავსტრაზიის მეფე 575 წლიდან, ბურგუნდიის მეფე 592 წლიდან. სიგებერტ I-სა და ბრუნჰილდას ვაჟი.

575 წელს, მამამისის, სიგებერტ I-ის მკვლელობის შემდეგ,[1] გუნდობალდმა, ერთ-ერთმა მისმა ერთგულმა დიდებულმა ხილდებერტი პარიზიდან ავსტრაზიის დედაქალაქ მეცში გადაიყვანა, სადაც იგი სუვერენულ მმართველად აღიარეს. ამ დროს ის მხოლოდ 5 წლის იყო და მისი მცირეწლოვანების პერიოდში ძალაუფლება დედამისს, ბრუნჰილდასა და დიდებულებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა.

პარიზის მეფე ხილპერიკ I და ბურგუნდიის მეფე გუნტრამი ხილდებერტთან ალიანსის შექმნას ცდილობდნენ, რომელიც ორივე მხარესთან წარმატებით განხორციელდა.[2]

587 წელა ანდელოტის ხელშეკრულებით ხილდებერტი გუნტრამის მემკვიდრედ იქნა აღიარებული, რომლის გარდაცვალების შემდეგაც (592 წ.) მან ბურგუნდიის სამეფო შეიერთა და ფრანკების ერთადერთი მეფე გახდა. ხილდებერტს ურთიერთობა ჰქონდა ბიზანტიის იმპერიასთან და იმპერატორ მავრიკიოსის სახელით იტალიაში რამდენიმეჯერ ლანგობარდებსაც ებრძოდა მცირე წარმატებით.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Merovingian Gaul and the Frankish conquests, Raymond Van Dam, The New Cambridge Medieval History: Volume 1, C.500-c.700, ed. Paul Fouracre, Rosamond Mac Kitterick, (Cambridge University Press, 2005), 204.
  2. Merovingian Gaul and the Frankish conquests, Raymond Van Dam, The New Cambridge Medieval History: Volume 1, C.500-c.700, 204.
  3. Ian Wood, The Merovingian Kingdoms, (Longman, 1994), 167-168.
ხილდებერტ II
დაიბადა: 570 გარდაიცვალა: 595/596
წინამორბედი:
სიგებერტ I
   ავსტრაზიის მეფე   
575–595/596
შემდეგი:
თოიდებერტ II
წინამორბედი:
გუნტრამი
   ბურგუნდიის მეფე   
592–595/596
შემდეგი:
თოიდერიხ II