ხლოდვიგ IV
იერსახე
ხლოდვიგ IV | |
---|---|
ფრანგ. Clovis, გერმ. Chlodowech | |
ფრანკების მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 690 წლის 2 სექტემბერსა და 691 წლის 12 აპრილს შორის |
მმართ. დასასრული: | 695 წლის მარტი |
წინამორბედი: | თოიდერიხ III |
მემკვიდრე: | ხილდებერტ III |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 678 |
გარდ. თარიღი: | 695 წლის მარტი |
მეუღლე: | ტანაჰილდა |
დინასტია: | მეროვინგები |
მამა: | თოიდერიხ III |
დედა: | კლოტილდა |
ხლოდვიგ IV (ფრანგ. Clovis IV, გერმ. Chlodowech IV) (დ. 678 — გ. მარტი, 695) — ფრანკთა მეფე 691–695 წლებში, თოიდერიხ III-ის ძე მეროვინგების დინასტიიდან. ხლოდვიგი ფრანგულად ითარგმნება, როგორც: ბრძოლაში განთქმული.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მაიორდომ პიპინ ერისტალელის პროტეჟე. 9 წლის ასაკში, მამისგან მემკვიდრეობით მიიღო სამი სამეფო — ნოისტრია, ავსტრაზია და ბურგუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ხლოდვიგ IV-ს ეწოდებოდა „ფრანკთა მეფე“, ის, ე. წ. „ზარმაც მეფეთა“ რიგს ეკუთვნოდა, ფაქტობრივად რეალური ძალაუფლება მაიორდომის ხელში იყო და ხლოდვიგ უბრალო მარიონეტს წარმოადგენდა. გარდაიცვალა 4 წლის შემდეგ, 695 წელს, 17 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფრედეგარის მემკვიდრეები - Continuationes chronicarum quae dicuntur Fredegarii // The Fourth Book of the Cronicle of Fredegar with its continuations. — London: Thomas Nelson and Sons Ltd, 1960.
- ფრანკთა ისტორიის წიგნი - Das Buch von der Geschiche der Franken. // Quellen zur Geschichte des 7. und 8. Jahrhunderts. Ausgewaehlte Quellen zur deutschen Gechichte des Mittelalters. — Darmstadt, 1982. — Т. 4a.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
|