თოიდერიხ IV
იერსახე
თოიდერიხ IV (გერმ. Theuderich IV.; დ. 711 — გ. 16 მარტსა და 30 აპრილს შორის, 737) — მეროვიგთა დინასტიის წარმომადგენელი და ფრანკთა მეფის დაგობერტ III-ის ვაჟი.
715 წელს იგი ნოისტრიის მეფე გახდა, თუმც მომდევნო 716 წელს თოიდერიხი სამეფო საქმეების ჩამოაშორეს და „აღსაზრდელად“ შელის მონასტერში გამოკეტეს. 721 წელს ხილპერიკ II-ის სიკვდილის შემდეგ, კარლ მარტელმა იგი კვლავ მეფედ „აღადგინა“. თოიდერიხი 737 წელს გარდაიცვალა და ტახტი 742 წლამდე ვაკანტური დარჩა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- FRANKS, merovingian kings
- Theuderich IV von Frankenkoenig. Genealogie Mittelalter: Mittelalterliche Genealogie im Deutschen Reich bis zum Ende der Staufer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-18. ციტირების თარიღი: 2012-02-06.
|