ხალისკოს შტატი
იერსახე
დროშა |
გერბი |
ქვეყანა | მექსიკა |
დედაქალაქი: | გვადალახარა |
მუნიციპალიტეტი | 125 |
უდიდესი ქალაქი | გვადალახარა |
შექმნის თარიღი | 23 დეკემბერი 1823 |
გუბერნატორი | ემილიო გონსალეს მარკესი |
ფართობი | 79 085 კმ² |
მოსახლეობა (2005) | 7 000 000 |
დროის სარტყელი | CST (UTC-6) |
ხალისკო — მექსიკის შტატი, მდებარეობს ქვეყნის ცენტრალურ-დასავლეთ ნაწილში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე. მას ესაზღვრება შემდეგი შტატები: ჩრდილო-დასავლეთით - ნაიარატი, ჩრდილოეთით - საკატეკასი, აგუასკალიენტესი და სან-ლუის-პოტოსი. სამხრეთით - მიჩოაკანი. შტატი მეოთხეა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ შტატებს შორის.
ხალისკო მექსიკის შტატებს შორის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია კულტურის, ეკონომიკის და ვაჭრობის დონის მიხედვით. შტატის ზოგიერთ მუნიციპალიტეტში, ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია და შეესაბამება მაგალითად ესპანეთის ან იტალიის ცხოვრების დონეს. დედაქალაქია გვადალახარა, რომლის მეტროპოლიტენიც უმსხვილესია მექსიკაში მეხიკოს მეტროპოლიტენის შემდეგ და მოიცავს ახლომდებარე მუნიციპალიტეტებსაც – ხუანაკატლანს, ელ-სალტოს, ტლაკუეპაკს, ტონალას, საპოპანს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ესპანური) ოფიციალური საიტი
- (ესპანური) შტატის კონგრესი
- (ესპანური) უზენაესი სასამართლო დაარქივებული 2011-12-20 საიტზე Wayback Machine.
- Jalisco Mexico
- (ესპანური) Jalisco Social Site დაარქივებული 2011-11-15 საიტზე Wayback Machine.
|