შინაარსზე გადასვლა

ტონალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ტონალა
Tonalá
გერბი

ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
შტატი ხალისკო
კოორდინატები 20°37′00″ ჩ. გ. 103°14′00″ დ. გ. / 20.61667° ჩ. გ. 103.23333° დ. გ. / 20.61667; -103.23333
მერი Sergio Armando Chávez Davalos
დაარსდა 1530
ფართობი 119,6 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1540
მოსახლეობა 374 258 კაცი (2005)
სიმჭიდროვე 3 784 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-6, ზაფხულში UTC-5
სატელეფონო კოდი 33
საფოსტო ინდექსი 45400 - 45429
ოფიციალური საიტი tonala.gob.mx/es/
Map of Mexico Demis.png
Map of Mexico Demis.png

ტონალა (ესპ. Tonalá) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი მექსიკაში, გვადალახარის მეტროპოლიურ არეალში, ხალისკოს შტატში.

2005 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 374 258 ადამიანს შეადგენს, მთლიანი მუნიციპალიტეტის კი 408 729-ს. მუნიციპალიტეტი ქალაქ გვადალახარის გვერდით, აღმოსავლეთიდან მდებარერობს. გვადალახარის აგლომერაციაში, რომელიც რვა მუნიციპალიტეტს მოიცავს, 4 095 853 ადამიანი ცხოვრობს; იგი მექსიკის სიდიდით მეორე ურბანული კონცენტრაციაა მეხიკოს შოემდეგ.

კვირაში ორი დღე (სამშაბათი და კვირა) ქალაქში უდიდესი ქუჩის ბაზრობა იმართება, რომელიც რამდენიმე მთავარ ქუჩას ფარავს. გასაყიდათ გამოაქვთ კერამიკა, ხელნაკეთი ნივთები და ა. შ.

ამ არეალში არსებული თიხამიწა ნიადაგის წყალობით, საუკუნეთა მანძილზე ქალაქის ტრადიციულ საქმიანობას მეთუნეობა წარმოადგენდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]