წითელი ჰიგროციბე
წითელი ჰიგროციბე | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Hygrocybe coccinea (Schaeff) P. Kumm. 1871 | |||||||||||||
|
წითელი ჰიგროციბე (ლათ. Hygrocybe coccinea) — ჰიგროციბეს გვარის სოკო ჰიგროფორუსისებრთა ოჯახისა.
დაბალი ხარისხის საჭმელი სოკოა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში — ევროპა, აზია და ჩრდილოეთ ამერიკა. იზრდება როგორც წიწვოვან, ასევე ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულ-შემოდგომით.
სოკო პირველად აღწერა გერმანელმა ბუნებისმეტყველმა იაკობ კრისტიან შეფერმა 1774 წელს როგორც Agaricus coccineus.
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი 2-5 სმ-მდე აღწევს, თავდაპირველად კონუსისებური ან ნახევარსფეროსებრია, შემდგომში ამოზნექილი და ბრტყელი, გლუვი, ნოტიო ან ოდნავ სრიალა.
რბილობი — მყიფე, წითელი ან წითელ-ნარინჯისფერი, ჰაერზე ფერს არ იცვლის.
ჰიმენოფორი ფირფიტოვანი, ფორფიტები ფეხთან შეზრდილი და კბილით დაღმავალი,[1] მსხვილი, ახალგაზრდობაში ღია ყვიათელი ან ყვითელ-ნარინჯისფერი, შემდგომში წითელი.
ფეხის სიგრძე 2-7 სმ, სისქე — 0,3-0,8 სმ, ქუდისფერი ან შედარებით ნარინჯისფერი, ცილინდრული, ხშირად მოხრილი. საყელოს გარეშე.
სპორების ფხვნილი თეთრი ფერის. სპორები 7-11×4-5,5 მკმ, ელიფსისებრი, გლუვი.
გავრცელება და ეკოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში — ევროპა, აზია და ჩრდილოეთ ამერიკა.
იზრდება როგორც წესი, ჯგუფებად, ნიადაგზე, მდელოებზე, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში.
იგი შესულია გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაში პოლონეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში.[2]
სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.
სამეცნიერო სინონიმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Agaricus aurantiocrocatus var. minor Schumach. 1803
- Agaricus coccineus Schaeff. 1774
- Agaricus coccineus Scop. 1772basionym
- Agaricus flavominiatus Berk. 1852
- Agaricus miniatus Batsch 1783, nom. illeg.
- Agaricus phoeniceus Fr. 1838
- Agaricus phoeniceus V. Brig. 1837, nom. illeg.
- Agaricus punicans Britzelm. 1893
- Agaricus punicellus Fr. 1874
- Agaricus scopolii Lasch 1829, nom. illeg.
- Hygrophorus coccineus (Scop.) Fr. 1836
- Mycena punicans (Britzelm.) Sacc. 1887
- Mycena punicella (Fr.) Sacc. 1887, nom. illeg.
- Pseudohygrocybe coccinea (Scop.) Kovalenko 1988
- Tricholoma phoeniceum (Fr.) {Singer 1943, nom. illeg.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Jordan M.. The Encyclopedia of Fungi of Britain and Europe, გვ. 132. ISBN 0711223785.
- McKnight, Kent H., McKnight, Vera B., Peterson, Roger T. (1992). A Field Guide to Mushrooms: North America. Houghton Mifflin Harcourt, გვ. 198. ISBN 0395910900.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „წითელი ჰიგროციბე“ ვიკისაწყობში.
- წითელი ჰიგროციბე MycoBank-ზე (ინგლისური)
- წითელი ჰიგროციბე Index Fungorum-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 89, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Wojewoda Władysław. Checklist of Polish Larger Basidiomycetes. Krytyczna lista wielkoowocnikowych grzybów podstawkowych Polski. Kraków: W. Szafer Institute of Botany, Polish Academy of Sciences. ISBN 83-89648-09-1.