მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წითელი ჯიჯლაყა |
---|
|
მეცნიერული კლასიფიკაცია |
---|
|
ლათინური სახელი |
---|
Amaranthus hybridus L., 1753 |
სინონიმები[1] |
---|
-
- Amaranthus aureus Moq.
- Amaranthus batalleri Sennen
- Amaranthus bellardii Moq.
- Amaranthus berchtholdii Moq.
- Amaranthus catechu Moq.
- Amaranthus caudatus Baker & Clarke
- Amaranthus chlorostachys Willd.
- Amaranthus eugenii Sennen
- Amaranthus flavescens Moq.
- Amaranthus hecticus Willd.
- Amaranthus incurvatus Trimen ex Gren. & Gord.
- Amaranthus intermedius Guss. ex Moq.
- Amaranthus laetus Willd.
- Amaranthus laxiflorus Comelli ex Pollini
- Amaranthus neglectus Moq.
- Amaranthus nepalensis Moq.
- Amaranthus paniculatus var. sanguineus Regel
- Amaranthus patulus f. multispiculatus (Sennen) Priszter
- Amaranthus patulus var. multispiculatus Sennen
- Amaranthus pseudoretroflexus (Thell.) Almq.
- Amaranthus quitensis Kunth
- Amaranthus retroflexus var. chlorostachys A. Gray
- Amaranthus retroflexus var. hybridus A. Gray
- Amaranthus retroflexus subsp. quitensis (Kunth) O.Bolòs & Vigo
- Amaranthus spicatus Rchb.
- Amaranthus timeroyi Jord. ex Moq.
- Amaranthus trivialis Rota
- Galliaria hybrida (L.) Nieuwl.
|
|
წითელი ჯიჯლაყა,[2] ჰიბრიდული ჯიჯლაყა,[3] წითელი მხალი, თათრული მხალი[2] (ლათ. Amaranthus hybridus) — ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. სიმაღლეში 100 სმ-მდე აღწევს. ღერო სწორად მდგომია, მარტივი ან დატოტვილი, ზედა ნაწილში მეტ-ნაკლებად ხშირადაა შებუსვილი. ფოთლები გრელყუნწიანია, აქვთ რომბულ-კვერცხისებური ან ელიფსური ფორმა. ყვავილები შეკრებილია მოგრძო ჯგუფებად, რომლებიც ქმნიან უფოთლო, თავთავისებურ, კენწრულ და იღლიურ ყვავილედებს. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივლის-ნოემბერში. გავრცელებულია კავკასიაში, დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში, შუა და აღმოსავლეთ აზიაში, ირანში, აფრიკაში, ავსტრალიასა და ამერიკაში. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე რუდერალურ ადგილებში, როგორც სარეველა – ნათესებში. საქართველოში გვხვდება აფხაზეთში, იმერეთში, აჭარაში, ქართლსა და კახეთში.[4] მისი თესლი და მომზადებული ფოთლები საკვებად ვარგისია.[5]
- ↑ Amaranthus hybridus L.. The Plant List. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-25. ციტირების თარიღი: 2021-03-05.
- ↑ 2.0 2.1 Bussmann, Rainer W.; Batsatsashvili, Ketevan; Kikvidze, Zaal; Paniagua-Zambrana, Narel Y.; Khutsishvili, Manana; Maisaia, Inesa; Sikharulidze, Shalva „Amaranthus hybridus L. Amaranthus palmeri S. Watson Amaranthus spinosus L. Amaranthus retroflexus L. Atriplex hortensis L. Amaranthaceae“, Ethnobotany of the Mountain Regions of Far Eastern Europe : Ural, Northern Caucasus, Turkey, and Iran (ინგლისური). Springer International Publishing, გვ. 69–82. ISBN 978-3-030-28940-9.
- ↑ ტექნიკური რეგლამენტის − ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე. საქართველოს მთავრობა (14 ივლისი, 2015). ციტირების თარიღი: 5 მარტი, 2021[მკვდარი ბმული]
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, : კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 18.
- ↑ Elias, Thomas S.; Dykeman, Peter A. (2009). Edible Wild Plants: A North American Field Guide to Over 200 Natural Foods. New York: Sterling Publishing, გვ. 72. ISBN 978-1-4027-6715-9. OCLC 244766414.