ჯიჯლაყა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯიჯლაყა
Amaranthus tricolor
Amaranthus tricolor
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანი მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  მიხაკისნაირნი
ოჯახი:  ჯიჯლაყასებრნი
გვარი:  ჯიჯლაყა
ლათინური სახელი
Amaranthus L., 1753

ჯიჯლაყა (ლათ. Amaranthus) — მცენარეთა გვარი ჯიჯლაყასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი, იშვიათად მრავალწლოვანი ბალახებია. თავთავისებრ ან საგველასებრ ყვავილედებად შეკრებილი წვრილი ყვავილები აქვთ.

55-მდე სახეობა გავრცელებულია თბილი და ზომიერი ჰავის ოლქებში. საქართველოში ჯიჯლიყას 9 სახეობა იზრდება ძირითადად რუდერალურ ადგილებზე, როგორც სარეველა – ბოსტნებსა და ნათესებში. ზოგიერთის ნორჩ ფოთლებს იყენებენ მხლად, მთელს მცენარეს – სასილოსედ, თესლს – შინაური ფრინველების საკენკად; ზოგიერთს – დეკორატიულ მებაღეობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]