შინაარსზე გადასვლა

ჩრდილოეთი ლუნდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროვინცია
ჩრდილოეთი ლუნდა
პორტ. Lunda-Norte
ქვეყანა ანგოლის დროშა ანგოლა
ადმ. ცენტრი Dundo
შიდა დაყოფა Cambulo, Capenda-Camulemba, Caungula, Chitato, Cuango, Cuilo, Lubalo, Lucapa, Xá-Muteba და Lóvua
კოორდინატები 8°17′00″ ს. გ. 19°36′00″ ა. გ. / 8.28333° ს. გ. 19.60000° ა. გ. / -8.28333; 19.60000
ფართობი 102 783 კმ²
მოსახლეობა 862 566 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 8,39 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
ოფიციალური საიტი lundanorte.gov.ao

ჩრდილოეთი ლუნდა (პორტ. Lunda-Norte) — ანგოლის პროვინცია. ფართობი — 102 783 კმ²-ია, მოსახლეობა კი 862 566 ადამიანი (2014 წელი). ანგოლის პირველმა პრეზიდენტმა აგოსტინიო ნეტომ დამოუკიდებლობის შემდეგ პროვინციის დედაქალაქად ქალაქი ლუკაპა გამოაცხადა, მაგრამ დედაქალაქი მოგვიანებით ქალაქ დუნდოში გადაიტანეს.

ჩრდილოეთი ლუნდის პროვინცია მდებარეობს ანგოლის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთში, 500 კმ-ის მანძილზე აღმოსავლეთით ლუანდიდან. პროვინციიდან სამხრეთით მდებარეობს სამხრეთი ლუნდის პროვინცია, დასავლეთით — მალანჟეს პროვინცია. პროვინციის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით გადის სახელმწიფო საზღვარი ანგოლასა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის.

ჩრდილოეთი ლუნდის პროვინციის ფართობია 102 783 კმ²[1]. პროვინციის ჩრდილოეთში და აღმოსავლეთში მდებარე პატარა ტერიტორიები დაფარულია ნოტიო სავანებით, დანარჩენ რაიონებს უკავია მშრალი სავანები. მდინარე კასაის ხეობაში შენარჩუნებულია ტროპიკული ტყეები — ჯუნგლები. პროვინციაში ყველაზე უფრო დიდი მდინარეებია კვანგო, კუილო და კასაი.

2014 წლის აღწერის მონაცემებით ჩრდილოეთი ლუნდის პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 862 566 ადამიანს[2]. ჩრდილოეთ ლუნდაში ცხოვრობენ ჩოკვები, ლუნდები და სხვა ეროვნებები.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პროვინცია იყოფა 9 მუნიციპალიტეტად:

პროვინციის მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა — ბამბა. ასევე მოჰყავთ ბრინჯი, სიმინდი, მანიჰოტი. ჩრდილოეთი ლუნდის პროვინციაში ასევე მოიპოვებენ ალმასებს, იგი ბრილიანტებით უმდიდრესი პროვინციაა, თუმცა ეკონომიკურად მეტისმეტად განუვითარებელი და ღატაკია. პროვინციის ტერიტორიაზე გადის სტრატეგიული ტრასა ლუანდა — ლუბუმბაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Lunda Norte. World Gazetteer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2013-02-08.
  2. Resultados Resultados Definitivos do Recenseamento Geral da População e da Habitação de Angola 2014 (pdf). Instituto Nacional de Estatística (March 2016).