მონტენეგროს დროშა
მონტენეგროს დროშა | |
---|---|
მიღებულია | 12 ივლისი, 2004 |
პროპორცია | 1:2 |
წინა დროშები | |
21 დეკემბერი, 1993 - 12 ივლისი, 2004 |
მონტენეგროს დროშა — მონტენეგროს ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. მიიღეს 2004 წლის 12 ივლისს. დროშა არის სწორკუთხა ფორმის მეწამული ფერის ნაჭერი, ოქროსფერი საზღვრით. ცენტრში გამოსახულია სახელმწიფო გერბი. დროშის პროპრციებია 1:2.
მონტენეგროს დროშა 1918 წლამდე, დამოუკიდებლობის დაკარგვამდე იყო სამფეროვანი (წითელი, ცისფერი, თეთრი) და ზედ გამოსახული იყო სახელმწიფო გერბი. დროშა მიიღეს რუსეთის დროშის ანალოგიურად. 1918-1941 წლებში მონტენეგროს დროშა არ ჰქონია. გერმანული ოკუპაციის შემდეგ მისი დროშა იყო მეწამული ფერის ლომისა და არწივის გამოსახულებით. ჩერნოგორიის სოციალისტური რესპუბლიკის დროშაც წითელ-ლურჯ-თეთრ ფერებში იყო, თუმცა ზედ გერბის ნაცვლად ვარსკვლავი იყო გამოსახული. დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ 1993-2004 წლებში მოქმედებდა სამფეროვანი დროშა პროპორციით 1:3.
თანამედროვე დროშა მიიღეს 2004 წელს.
ისტორიული დროშები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ჩერნოგორიის სამთავროს დროშა 1852—1876
-
სავაჭრო დროშა 1881—1918
-
ჩერნოგორიის სამეფოს დროშა 1910—1918
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|