მონტენეგრული ენა
მონტენეგრული ენა crnogorski jezik / црногорски језик | |
გავრცელებულია | მონტენეგრო |
მოლაპარაკეთა რაოდენობა | 232 600 (2011) |
ოფიციალური სტატუსი | მონტენეგრო |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ენები |
დამწერლობის სისტემა | ლათინური დამწერლობა (ლატინიცა)
კირილიცა (ჩირილიცა) |
მონტენეგრული ენა ან ჩერნოგორიული ენა (მონტენ. crnogorski jezik / црногорски језик) — მონტენეგროს სახელმწიფო ენა, მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა სლავური ოჯახის სამხრეთსლავურ ჯგუფს. მონტენეგრული ენა ხშირად პლურიცენტრული სერბულ-ხორვატული ენის ვარიანტად მიიჩნევა.
ურთიერთგაგებინება სერბულ, ბოსნიურ და ხორვატულ ენაზე მოსაუბრეთა შორის უპრობლემოა, რადგან მათ შორის არსებული განსხვავებები სრულიად მინიმალურია. მიუხედავად ამისა, პოლიტკორექტულობის გამო ბევრი მათ დამოუკიდებელ ენებად მიიჩნევს.
დამწერლობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონტენეგრული ენა იყენებს როგორც კირილიცას (ჩირილიცა), ასევე ლათინურ დამწერლობას (ლატინიცა), რაც გამყარებულია მონტენეგროს კონსტიტუციით.
ნიმუში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი 1:
- ლათინური დამწერლობით: „Sva ljudska bića rađaju se slobodna i jednaka u dostojanstvu i pravima. Ona su obdarena razumom i savješću i jedni prema drugima treba da postupaju u duhu bratstva.“ [1]
- კირილიცით: „Сва људска бића рађају се слободна и једнака у достојанству и правима. Она су обдарена разумом и свешћу и једни према другима треба да поспуаjу у духу братства.“
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- [1] დაარქივებული 2007-09-27 საიტზე Wayback Machine. (PDF-ფაილი; 139 kB)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|