მონტენეგროს სამთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩერნოგორიის სამთავრო)
მონტენეგროს სამთავრო
Књажевина Црна Горa
Knjaževina Crna Gora
დაიშალა
1852–1910
სამთავროს დროშა 1852–1905 წლებში გერბი
ჰიმნი
Ubavoj nam Crnoj Gori (ჩვენი ლამაზი მონტენეგროსთვის)
დედაქალაქი ცეტინიე
ენები სერბული
რელიგია აღმოსავლეთის მართლმადიდებლობა
მთავრობა უნიტარული აბსოლუტური მონარქია
პრინცი
 -  1852–1860 დანილო I
 -  1860–1910 ნიკოლა I
პრემიერ-მინისტრი
 -  1879–1905 ბოჟო პეტროვიჩ-ნიეგოში
 -  1907–1910 ლაზარ ტომანოვიჩი
საკანონმდებლო ხელისუფლება პარლამენტი
ისტორია
 -  შეიქმნა 13 მარტი 1852
 -  სეკულარიზაცია 13 მარტი, 1852
 -  ბერლინის კონგრესი 13 ივლისი, 1878
 -  კონსტიტუციის მიღება 19 დეკემბერი, 1905
 -  ჩერნოგორიის სამეფოდ გადაკეთება 28 აგვისტო, 1910
 -  გაუქმდა 28 აგვისტო 1910
ფართობი
 -  1852 5 475 კმ² (2 114 მლ²)
 -  1878 9 475 კმ² (3 658 მლ²)
მოსახლეობა
 -  1909 წელი 317 856 
ვალუტა ავსტრო-უნგრული კრონი,
მონტენეგრული პერპერი
დღეს ამ ტერიტორიაზე მონტენეგრო

მონტენეგროს სამთავრო (სერბ. Књажевина Црна Горa, Knjaževina Crna Gora), ასევე ცნობილი როგორც ჩერნოგორიის სამთავრო — ყოფილი სამთავრო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც არსებობდა 1852 წლის 13 მარტიდან 1910 წლის 28 აგვისტომდე. მოგვიანებით სამთავრო ნიკოლა I-მა ჩერნოგორიის სამეფოდ გამოაცხადა, თვითონ კი ქვეყნის მეფე გახდა.

სამთავროს დედაქალაქი ცეტინიე იყო, ხოლო ოფიციალურ ვალუტას მონტენეგრული პერპერი წარმოადგენდა 106 წლამდე. ჩერნოგორიის სამთავრო დღესდღეობით თანამედროვე მონტენეგროს ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. სახელმწიფო ოფიციალურად კონსტიტუციური მონარქია იყო, დე ფაქტო კი აბსოლუტურ მონარქიას წარმოადგენდა.

სახელწოდება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანილო I-ის კოდექსში, რომელიც 1855 წლით თარიღდება დანილო წერს რომ ის არის მონტენეგროსა და ბრდას მთავარი (პრინცი) და მბრძანებელი (სერბ. књаз и господар Црне Горе и Брда / knjaz i gospodar Crne Gore i Brda)[1] 1870 წელს ნიკოლამ მოიპოვა ტიტული „მონტენეგროსა და ბრდას მთავარი (პრინცი)“ (књаз Црне Горе и Брда / knjaz Crne Gore i Brda). ორი წლის შემდეგ სახელმწიფოს მონტენეგროს სამთავრო (Књажевина Црна Гора / Knjaževina Crna Gora) ეწოდა.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანილო I

დანილოს მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამთავრო შეიქმნა 1852 წლის 13 მარტს, როდესაც დანილო I პეტროვიჩ-ნიეგოშმა (წარსულში ცნობოლი, როგორც ვლადიკა დანილო II) გადაწყვიტა უარი ეთქვა თავის პრინც-ეპოსკოპოსის ტიტულზე და დაქორწინებულიყო. მალევე, 1855 წელს გამოქვეყნდა მონტენეგროს სამთავროს ახალი კონსტიტუცია სახელწოდებით „დანილოს კოდექსი“. საუკუნეების თეოკრატიული მმართველობის შემდეგ, ამან მონტენეგრო საერო სამთავროდ აქცია.

მირკო პეტროვიჩ-ნიეგოში, დანილო I-ის უფროსი ძმა, ხელმძღვანელობდა 7 500 კაციან ჯარს, რომლის სარდლობითაც მონტენეგროელებმა 1858 წლის 1 მაისს გრაჰოვაცში გადამწყვეტი ბრძოლა მოიგეს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ამ გამარჯვებამ აიძულა დიდი სახელმწიფო, რომ სამთავროსთან საზღვრები გამოეყო და მონტენეგროს დამოუკიდებლობა ეცნო. მონტენეგრომ კონტროლი დაამყარა გრაჰოვოზე, რუდინეზე, ნიკშიჩზე, დროჰნიაცის ნაზევარზე, ტუშინაზე, უსკოციზე, ლიპოვოზე, ზედა ვასოიევიჩზე და კუჩისა და დოდოშის რეგიონების ნაწილზე.

ნიკოლას მმართველობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დანილო I-ის მკვლელობის შემდეგ, 1860 წლის 13 აგვისტოს, ნიკოლა I, დანილოს ძმისშვილი, მონტენეგროს სამთავროს შემდეგი მმართველი გახდა. ნიკოლა ეხმარებოდა სერბებს ჰერცეგოვინის აჯანყებაში (1875–1878), მოგვიანებით კი წამოიწყო ოსმალეთ-მონტენეგროს ომი (1876–1878). რუსეთის ძალების დომინაციამ თურქულ ძალებზე კონსტანტინოპოლი აიძულა, რომ ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე 1878 წლის 3 მარტს, რითაც ოფიციალურაც სცნეს მონტენეგროს, ასევე რუმინეთისა და სერბეთის დამოუკიდებლობა. ასევე გაიზარდა მონტენეგროს ტერიტორია 4 405 კმ²-დან 9 475 კმ²-მდე. მონტენეგრომ ასევე მოიპოვა ქალაქები ნიკშიჩი, კოლაშინი, სპუჟი, პოდგორიცა, ჟაბლიაკი, ბარი, აგრეთვე ზღვაზე გასასვლელი. ნიკოლა I-ის მმართველობის დროს დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები ოსმალეთის იმპერიასთან. მცირე სასაზღვრო შეტაკებების გაუთვალისწინებლად, დიპლომატიურმა კავშირმა ორ ქვეყანას შორის დაახლოებით 30 წლიანი მშვიდობიანი ურთიერთობა გამოიწვია, რომელიც აბდულჰამიდ II-ის გადაყენებამდე გაგრძელდა.[3]

მთავრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მმართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დროშები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონტენეგროს სამთავროს დროშა 1905–1910 წლებში

ისტორიული საომარი დროშა იყო krstaš-barjak, რომელიც სადა დროშას წარმოადგენდა ჯვრებით. საომარი დროშები გამოიყენეს ვუჩი-დოს (1876) ბრძოლაში. ეს დროშა იყო წითელი, რომლის ცენტრშიც თეთრი ჯვარი იყო დატანილი. ეს დროშა სერბეთის საომარი დროშაზე დაყრდნობით შეიქმნა, რომელსაც კოსოვოს ბრძოლაში იყენებდნენ.[4] იგივე დროშა გამოიყენეს 1878 წელს ცეტინიეში[5] სან-სტეფანოს ხელშეკრულების თანახმად ოსმალეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე. 1905 წლის კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული დროშა იყო სამფეროვანი და წითელი, ლურჯი და თეთრი ხაზებისგან შედგებოდა, რომელიც თავის მხრივ პანსლავიზმისა და სერბეთის დროშის მსგავსია.[6]

დემოგრაფიული ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერნარდ შვარცის 1882 წლის მონაცემებით სამთავროში 160 000 ადამიანი ცხოვრობდა, სხვა შეფასებებით კი მოსახლეობის რიცხვი 230 000-ს აღწევდა.[7]
  • 1900 წელს, საერთაშორისო წყაროების თანახმად, მონტენეგროს სამთავროში 311 564 ადამიანი ცხოვრობდა. ელიგიის მიხედვით, მოსახლეობის 94,21% (293 527 ადამიანი) აღმოსავლეთის მართლმადიდებელი იყო, 4.01% (12 493 ადამიანი) მუსლიმი, 1.78% (5 544) კი — კათოლიკე.[7]
  • 1907 წლის მონაცემებით მონტენეგროში დაახლოებით 282,000 ადამიანი ცხოვრობდა, მოსახლეობის უმრავლესობა კი მართლმადიდებელი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (1984) Stvaranje, 7–12. Obod, გვ. 1422. „Црне Горе и Брда историјска стварност коЈа се не може занема- рити, што се види из назива Законика Данила I, донесеног 1855. године који гласи: "ЗАКОНИК ДАНИЛА I КЊАЗА И ГОСПОДАРА СЛОБОДНЕ ЦРНЕ ГОРЕ И БРДА".“ 
  2. Čedomir Popov. Istorija srpske državnosti: Srbija i Crna Gora : novovekovne srpske države. Srpska akademija nauka i umetnosti, გვ. 254. 
  3. Uğur Özcan, II. Abdülhamid Dönemi Osmanlı-Karadağ Siyasi İlişkileri(Political relations between the Ottoman Empire and Montenegro in the Abdul Hamid II era)Türk Tarih Kurumu, Ankara 2013. ISBN 9789751625274
  4. Ivanović (2006), Problematika autokefalije Mitropolije Crnogorsko-primorske
  5. Nenadović, Ljubomir P. (1929). O Crnogorcima: pisma sa Cetinja 1878. godine, Volume 212 (Serbian). Štamparija "Sv. Sava,", გვ. 187. 
  6. Ivanović, ... симболи буду засновани на тим традицијама. Државна застава Црне Горе кроз историју је била српска тробојница, што је ре- гулисано и Уставом Књажевине Црне Горе, у члану 39: "Народне боје су црвена, плаветна и бијела ..., p. 92
  7. 7.0 7.1 Encyclopædia Britannica 1911:
    In 1882 the population of Montenegro was estimated as low as 160,000 by Schwartz. A more usual estimate is 230,000. According, however, to information officially furnished at Cetinje, the total number of inhabitants in 1900 was 311,564, of whom 293,527 belonged to the Orthodox Church. 12,493 were Muslim and 5544 were Roman Catholics; 71,528