შინაარსზე გადასვლა

შტუტგარტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
შტუტგარტი
გერმ. Stuttgart
ალემ. Schduagert
დროშა გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
ფედერალური მხარე ბადენ-ვიურტემბერგი
შიდა დაყოფა Stuttgart-Mitte, Stuttgart-Nord, Stuttgart-Ost, Stuttgart-West, Bad Cannstatt, Birkach, Botnang, Degerloch, Feuerbach, Hedelfingen, Möhringen, Mühlhausen, Münster, Obertürkheim, Plieningen, Sillenbuch, Stammheim, Untertürkheim, Vaihingen, Wangen, Weilimdorf და Zuffenhausen
კოორდინატები 48°46′39″ ჩ. გ. 9°10′48″ ა. გ. / 48.77750° ჩ. გ. 9.18000° ა. გ. / 48.77750; 9.18000
მმართველი Frank Nopper[1]
ფართობი 207.35 კმ²
ცენტრის სიმაღლე 245±1 მეტრი, 247±1 მეტრი
მოსახლეობა 633 484 (31 დეკემბერი, 2023)[2]
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 0711
საფოსტო ინდექსი 70173, 70174, 70176, 70178, 70180, 70182, 70184, 70186, 70188, 70190, 70191, 70192, 70193, 70195, 70197, 70199, 70327, 70329, 70372, 70374, 70378, 70435, 70437, 70439, 70376, 70469, 70499, 70563, 70565, 70567, 70569, 70597, 70599 და 70619
საავტომობილო კოდი S
ოფიციალური საიტი https://www.stuttgart.de/
შტუტგარტი — გერმანია
შტუტგარტი
შტუტგარტი — ბადენ-ვიურტემბერგი
შტუტგარტი

შტუტგარტი (გერმ. Stuttgart) — ქალაქი გერმანიაში, მდინარე ნეკარის ნაპირზე. ბადენ-ვიურტემბერგის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. 606,588 ათასი მცხოვრები (2010 წლის 31 დეკემბრის მიხედვით). ქვეყნის მნიშვნელოვანი ინდუსტრიის, საფინანსო და კულტურის ცენტრი.

შტუტგარტის სამრეწველო აგლომერაცია იძლევა ბადენ-ვიურტემბერგის მხარის მრეწველობის პროდუქციის დაახლოებით 1/3-ს. ქალაქი დიდი სატრანსპორტო კვანძია. განვითარებულია მანქანათმშენებლობის, მ. შ. ავტომშენებლობა („Daimler AG-ის“, ‎„Mercedes-Benz-ის“ და „Porsche-ს“ ქარხნები), ელექტროტექნიკა („Robert Bosch GmbH-ისა“ და „სტანდარდ ელეკტრიკ ლორენცის“ ქარხნები), ზუსტი მექანიკა და ოპტიკა („კოდაკი“, „ცაის იკონი“), სამხედრო იარაღისა და აღჭურვილობის წარმოება, პოლიგრაფიის, კვების, საფეიქრო, სამკერვალო, ტყავის, ფეხსაცმლის მრეწველობა. შტუტგარტზე გადის ნავთობსადენი. Hewlett-Packard-სა და IBM-ს ასევე შტუტგარტში აქვთ თავისი ევროპული სათავო ოფისები.

შტუტგარტის ცენტრში ძველი ქალაქია; მის ჩრდილოეთით სწორკუთხა კვარტალებიანი რაიხე ფორშტადტის რაიონია (XV საუკუნის II ნახევარი), რომლის ცენტრიცაა მოედანი შოლსპლატცი.

ხუროთმოძღვრული ძეგლები:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: