Hewlett-Packard

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Hewlett-Packard Company
Hewlett-Packard.svg.png
HP Headquarters Palo Alto.jpg
ტიპი: საჯარო
დაფუძნდა: 1 იანვარი, 1939; 77 წლის უკან
დამაარსებელი: ბილ ჰიულეტი
დევიდ პაკარდი
დაიხურა: 1 ნოემბერი, 2015
მდებარეობა: პალო-ალტო, კალიფორნია, აშშ
დარგი: აპარატული უზრუნველყოფა
პროგრამული უზრუნველყოფა
IT სერვისების მართვა
საინფორმაციო ტექნოლოგიების კონსალტინგი
ბრუნვა: Fall $111.454 მილიარდი (2014)[1]
საწარმოო შემოსავალი: Fall $7.185 მილიარდი[1]
სუფთა მოგება: Fall5.013 მილიარდი[1]
თანამშრომელი: 3002,000 (2015, 2-ე კვარტ.)[1]
ვებგვერდი: www.hp.com

ჰიულეტ-პაკარდი (The Hewlett-Packard Company) ან უბრალოდ HP, იყო ამერიკული კორპორაცია, საოფისე და სამედიცინო აპარატურის მწარმოებელი ლიდერი მსოფლიო ბაზარზე. მდებარეობდა პალო-ალტო-ში, კალიფორნიაში.

2015 წლის 1 ნოემბერს კომპმანია გაიყო ორ ნაწილად: ერთს დაერქვა HP Inc ხოლო მეორეს - Hewlett Packard Enterprise[2].

კომპანიის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰიულეტ-პაკარდის ავტოფარეხი

ვილიამ (ბილ) ჰიულეტმა[3] და დევიდ (დეივ) პაკარდმა ერთად დაამთავრეს ელექტრონული საინჟინრო-სამშენებლო ტექნიკის უნივერსიტეტი 1934 წელს. კომპანიამ დაარსება დაიწყო პალო-ალტოსთან მდებარა პატარა ავტოფარეხში[4] .

პარტნიორობა ოფიციალურად გაფორმდა და კომპანია დაარსდა 1939 წლის 1 იანვარს, 538 აშშ დოლარის დაბანდებით [5][6] . ჰიულეტი და პაკარდი მონეტას ისროდნენ იმის გადასაწყვეტად, თუ რომელი სახელი დაერქმიათ კომპანიისთვის: ჰიულეტ-პაკარდი თუ პაკარდ-ჰიულეტი[7]. პაკარდმა მოიგო, მაგრამ საბოლოოდ მაინც მათ თავიანთ ელექტრონულ საწარმოს ”ჰიულეტ-პაკარდი კომპანია” დაარქვეს.

HP გაერთიანდა 1947 წლის 8 აგვისტოს, და საზოგადოებაში გავიდა 1957 წლის 6 ნოემბერს.

თავდაპირველად ისინი ბევრ პროექტზე მუშაობდნენ. მათი პირველი ფინანსურად ყველაზე წარმატებული პროდუქცია იყო აუდიოსისტემების სატესტირებელი ხმოვანი გენერატორი Model 200A, რომელიც შეისყიდა უოლტ დისნეის სტუდიამ თითოეული 71.50 აშშ დოლარად.

კომპანიის წარმატებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

HP200A

1966 წელს შეიქმნა ჰიულეტ-პაკარდის პირველი კომპიუტერი. 1970-იან წლებში, კომპანიის მეინფრეიმები კონკურენციას უწევდნენ IBM-ის წარმოების ანალოგიურ მანქანებს. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების მიზნით, 1997 წელს შეიქმნა სპეციალური განყოფილება Hewlett-Packard Laboratories, რომელშიც ინვესტიციის სახით ჩაიდო 3 მილიარდი დოლარი. 2002 წელს კომპანია გაერთიანდა კომპანია კომპაკთან (Compaq), რის შედეგადაც მსოფლიოში მოიპოვა პერსონალური კომპიუტერების გაყიდვების ლიდერის სტატუსი. 2005 წლის მონაცემებით, კორპორაციის წლიურმა ბრუნვამ 86 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო 2014 წლის მონაცემებით - $111 მილიარდს გაუტოლდა[1].

წარმოებული პროდუქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრინტერები

  • შავ–თეთრი ლაზერული პრინტერები – HP LaserJet
  • ფერადი ლაზერული პრინტერები – HP Color LaserJet
  • ფერადი ჭავლური პრინტერები HP DeskJet და HP Photosmart
  • მრავალფუნქციონალური მოწყობილობები – HP OfficeJet და HP PSC

სკანერები

  • HP ScanJet

ციფრული კამერები

  • HP Photosmart

პორტატული ჯიბის კომპიუტერები

  • HP iPAQ
  • HP Lx
  • HP Jornada
  • HP OmniGo

ნოუთბუკები

  • HP Pavilion
  • Compaq Presario
  • HP Compaq nx
  • HP Compaq nc
  • HP Compaq nw

პერსონალური კომპიუტერები

  • HP Pavilion
  • HP Kayak
  • HP Vectra
  • HP Brio
  • HP Compaq
  • HP Workstation

სერვერები

  • HP ProLiant ML
  • HP ProLiant DL
  • HP ProLiant BL
  • HP 9000
  • HP AlphaServer

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Hewlett-Packard Company Financial Statements. United States Securities and Exchange Commission.
  2. Hewlett-Packard to split into two public companies“, 6 ოქტომბერი, 2014. წაკითხვის თარიღი: 6 ოქტომბერი, 2014. 
  3. HP Retiree: Quotes and anecdotes About Bill Hewlett. Hp.com. წაკითხვის თარიღი: 13 ივნისი, 2013.
  4. HP History: HP's Garage. Hewlett Packard (დეკემბერი 6, 2005). წაკითხვის თარიღი: 7 ივლისი, 2011.
  5. HP-ს ავტოფარეხის ისტორია
  6. HP History: HP's Garage. Hewlett Packard (6 დეკემბერი, 2005). წაკითხვის თარიღი: 7 ივლისი, 2011.
  7. HP Company Information. HP Interactive Timeline. Hewlett Packard. წაკითხვის თარიღი: 7 ივნისი, 2011.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Hewlett-Packard&oldid=3026883“-დან