„ღირსების ორდენი“ — საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან მოქალაქენი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში — მმართველობის, თავდაცვის, კანონიერების და მართლწესრიგის განმტკიცების, სახალხო მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის, მეცნიერების, განათლების, კულტურის, ლიტერატურის, ხელოვნების დარგებში შეტანილი განსაკუთრებული პიროვნული წვლილისათვის, სპორტული მიღწევებისათვის, გმირობისა და თავდადებისათვის. დამტკიცებულია 1992 წლის 24 დეკემბრის პარლამენტის დადგენილებით.