შინაარსზე გადასვლა

ფეხბურთი არგენტინაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2009 წელს
ალუმნი, ადრეული არგენტინული ფეხბურთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გუნდი, 1910 წ.
გალილეო გალილეის პლანეტარიუმი ახლა იმ ადგილას დგას, სადაც დაფიქსირებულია პირველი ჩაწერილი საფეხბურთო მატჩი არგენტინაში.

არგენტინაში ფეხბურთი მხოლოდ უბრალოდ სპორტის სახეობა არაა, ის ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილია და წარმოადგენს სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას. ფეხბურთი არგენტინელებს XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ბუენოს-აირესში მცხოვრებმა ბრიტანელმა იმიგრანტებმა გააცნეს. პირველი არგენტინული ლიგა 1891 წელს შეიქმნა და მსოფლიოში მესამე ყველაზე ძველ ლიგას წარმოადგენს (ბრიტანეტისა და ნიდერლანდების შემდეგ). უკვე 1893 წელს, არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდა და ის მსოფლიოში მერვე ყველაზე ძველია.

არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები იმ რვა ქვეყნის ნაკრებთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონატი აქვთ მოგებული. ნაკრებმა ორჯერ მოიპოვა ფიფას მსოფლიო თასი (1978 და 1986 წლებში), ორჯერ დაეუფლა ოლიმპიური ოქროს მედალს (2004 და 2008 წლებში), ოთხჯერ კოპა ამერიკის თასს, ერთხელ კონფედერაციის თასს და ექვსჯერ ფიფას ოც წლამდელთა ჩემპიონატის თასს. არგენტინულ საფეხბურთო კლუბებს მოპოვებული აქვთ რეკორდული რაოდენობის, ლიბერტადორესის 22 თასი და 9-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი. არგენტინის პრიმერა დივიზიონი უმაღლესი დონის საშინაო ჩემპიონატია. ქვეყნის ყველაზე ცნობილი, ისტორიული და სათაყვანებელი ფეხბურთელია დიეგო მარადონა.

ფეხბურთში არგენტინის დაუძინებელი მეტოქეა ბრაზილია. ამ მეტოქეობას ხანდახან მოიხსენიებენ, როგორც სამხრეთამერიკულ ბრძოლას. მათ ერთმანეთის პირისპირ არაერთხელ უთამაშიათ კოპა-ამერიკისა თუ კონფედერაციის თასზე, ასევე არაერთელ შეხვედრილან მათი კლუბები ლიბერტადორესის თასის ფინალში.

1995 წლიდან არგენტინას ჰყავს ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიც.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]