ტერნეზენი
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ტერნეზენი ნიდერლ. Terneuzen | |||||
ქალაქის მერია | |||||
| |||||
ქვეყანა | ნიდერლანდები | ||||
პროვინცია | ზელანდიის პროვინცია | ||||
კოორდინატები | 51°20′00″ ჩ. გ. 3°50′00″ ა. გ. / 51.33333° ჩ. გ. 3.83333° ა. გ. | ||||
მმართველი | Erik van Merrienboer | ||||
პირველი ხსენება | 1325 | ||||
ფართობი | 317,78 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 4 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 55 244 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 220 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
საფოსტო ინდექსი | 4520–4523, 4530–4559 და 4570–4579 | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.terneuzen.nl/ | ||||
ტერნეზენი (ნიდერლ. Terneuzen) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი სამხრეთ-დასავლეთ ნიდერლანდებში, ზელანდიის პროვინციაში, ზელანდიის ფლანდრიის შუაგულში. 55 000 მცხოვრებით იგი პროვინციის ყველაზე ხალხმრავალი მუნიციპალიტეტია.
ქალაქი მდებარეობს დასავლეთ შელდის ესტუარის სამხრეთ ნაპირზე. დანარჩენ ნიდერლანდს უკავშირდება დასავლეთ შელდის გვირაბით, რომელიც 2003 წლის მარტში გაიხსნა. ტერნეზენი ქვეყნის დარჩენილ ნაწილთან რკინიგზით დაკავშირებული არაა.
ტერნეზენი წყაროებში პირველად 1325 წელს იხსენიება და ამ დროისთვის იგი სტრატეგიული პორტი იყო მდინარე გენტის სანაოსნო გზაზე. გენტი-ტერნეზენის არხი დღემდე მნიშვნელოვანი სანაოსნო გზაა. ტერნეზენის ნავსადგური მესამე უდიდესია ქვეყანაში როტერდამისა და ამსტერდამის შემდეგ. ქალაქში ფუნქციონირებს Dow Chemical Company-ს უდიდესი ფაბრიკა აშშ-ის ფარგლებს გარეთ.
გადმოცემის მიხედვით, ტერნეზენში ერთ დროს სახლობდა მფრინავი ჰოლანდიელი — ვან დერ დეკენი, რომელიც ღმერთმა დაწყევლა და ზღვაში სამუდამო მოგზაურობით დასაჯა.
ქალაქის სტატუსი ტერნეზენმა 1584 წელს მიიღო. 1877 წლამდე, მას ხშირად მოიხსენიებდნენ ნეზენის სახელით.
ცნობილი ადამიანები ტერნეზენიდან
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სანდრა რულოვსი, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი.
- ლუდვიგ ვან დენ ბერგი, ასტრონავტი.
- კლაას დე ვრისი, კომპოზიტორი
- ჟაკ ამელინკი, ნოველისტი, პოეტი და ლიტერატურის კრიტიკოსი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Port of Terneuzen დაარქივებული 2006-07-20 საიტზე Wayback Machine.
- ოფიციალური საიტი (ნიდერლანდური ენა)
- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2008-05-01 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)