ედით რუზველტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედით რუზველტი
Edith Roosevelt
ედით რუზველტი Edith Roosevelt
აშშ-ის პირველი ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 სექტემბერი, 1901 – 4 მარტი, 1909
პრეზიდენტი  თეოდორ რუზველტი
წინამორბედიაიდა მაკ-კინლი
მემკვიდრეჰელენ ტაფტი

აშშ-ის მეორე ლედი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
4 მარტი, 1901 – 14 სექტემბერი, 1901
წინამორბედიჯენი ტატლ ჰობარტი
მემკვიდრეკორნელია კოულ ფეირბენკსი

დაბადებული6 აგვისტო, 1861
ნორუიჩი, კონექტიკუტი, აშშ
გარდაცვლილი30 სექტემბერი, 1948
ოუსტერ-ბეი, ნიუ-იორკი, აშშ
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკური პარტია
მეუღლეთეოდორ რუზველტი
შვილები2
ხელმოწერა

ედით კერმიტ კაროუ რუზველტი (ინგლ. Edith Kermit Carow Roosevelt; დ. 6 აგვისტო, 1861, ნორუიჩი, კონექტიკუტი, აშშ — გ. 30 სექტემბერი, 1948, ოუსტერ-ბეი, ნიუ-იორკი, აშშ) — აშშ-ის პრეზიდენტის თეოდორ რუზველტის მეორე ცოლი და აშშ-ის პირველი ლედი მისი პრეზიდენტობის დროს 1901 წლის 14 სექტემბრიდან 1909 წლის 4 მარტამდე. იგი ასევე იყო აშშ-ის მეორე ლედი 1901 წლის 4 მარტიდან 14 სექტემბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედით რუზველტი დაიბადა 1861 წლის 6 აგვისტოს კონექტიკუტის შტატის ქალაქ ნორუიჩში, ვაჭარ ჩარლზ კაროუსა და ჰერტრუდა ელიზაბეთ ტაილერის ოჯახში. იყო აშშ-ის სამოქალაქო ომის გენერლის დენიელ ტაილერის შვილიშვილი. ნიუ-იორკში ედითი ცხოვრობდა რუზველტთან და იყო მისი იმცროსი დის კორინის მეგობარი. იგი კარგად ცნობდა თეოდორ რუზველტს.

იგი და მისი და ემილი ტაილერ კაროუ გაიზარდნენ კომფორტულ გარემოში და ტრადიციებში. მათ ჰყავდათ ასევე ძმა, რომელიც დაბადების წელსვე გარდაიცვალა ექვსი თვის ასაკში.

მისის კომსტოკის სკოლაში ედითმა თავისი დროის ახალგაზრდა ლედისათვის დამახასიათებელი შტრიხები შეიძინა. წყნარი გოგონა, რომელსაც უყვარდა წიგნების კითხვა, იყო თეოდორ რუზველტის მუდმივი თანამგზავრი ოუსტერ-ბეის საზაფხულო პიკნიკების დროს ლონგ-აილენდში. ეს ყველაფერი დასრულდა როდესაც იგი ჰარვარდის კოლეჯში იწყებს სწავლას. ედითი დაესწრო თეოდორისა და ელის ჰეტაუეი ლის ქორწინებას 1880 წელს. წყვილი ერთმანეთს დაშორდა 1885 წელს.

პირველი მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ თეოდორ რუზველტი ედითს შეხვდა ტავისი დის ოჯახში. ისინი ერთმანეთს კვლავ ხედავდნენ და ხვდებოდნენ. 1885 წელს თეოდორმა შესთავაზა ედითს ცოლად გაყოლა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. მაგრამ ახალგაზრდა კაცი დაელოდა ნიშნობის გამოცხადებას.

28 წლის რუზველტი 1886 წლის 2 დეკემბერს მეორედ დაქორწინდა ედით კაროუზე, რომელიც ამ დროისათვის 25 წლის იყო. ქორწინება შედგა ლონდონში წმინდა გიორგის ეკელსიაში. ქორწინების დღეს გაიმართა წყნარი ცერემონია, სტუმრებიც ძალზედ ცოტა იყო, ლონდონის ნისლი კი ისეთი სქელი იყო მთლიანად მოიცვა ეკლესია. ედითის მეჯვარე იყო სესილ არტურ სპრინგ-რაისი, პირველი მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის ელჩი აშშ-ში.

ევროპაში 15-კვირიანი თაფლობის ტუირ შემდეგ ახალგაზრდა წყვილი დასახლდა საგამორ-ჰილის სახლში, ოუსტერ-ბეიში. მისის რუზველტი იცავდა და ეფექტურად მართვდა ოჯახის ბიუჯეტს. თეოდორ რუზველტის აქტიური კარიერის განმავლობაში, ოჯახური ცხოვრება რჩებოდა ძლიერად და იყო სრულყოფილი.

აშშ-ის პრეზიდენტის უილიამ მაკ-კინლის მკვლელობის შემდეგ რუზველტები ახალი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ. ედითი იცავდა პირად ცხოვრებას და ცდილობდა თავი დაეღწია რეპორტიორებისაგან. საზოგადოებამ ძალზედ ცოტა იცოდა მის ენერგიულ ბუნებაზე, საღ აზროვნებაზე და მის ეფექტურ დიასახლისობაზე.

1919 წლის 6 იანვარს გარდაიცვალა თეოდორ რუზველტი, რის შემდეგაც ედითი საზღვარგარეთ გაემგზავრა, თუმცა ყოველთვის ბრუნდებოდა საგამორ ჰილის სახლში. მან თავისი სიცოცხლის ბოლომდე შინარჩუნა ინტერესი ხელოსანთა გილდიის, საქველმოქმედო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც ამზადებდნენ ტანსაცმელს ღარიბებისათვის. მისის რუზველტი პენსიაში გავიდა 1932 წელს და წარმოთქვა მცირე სიტყვა ჰერბერტ ჰუვერის სახელით, ამრიგად იგი საპრეზიდენტო კამპანიის დროს წავიდა ფრანკლინ დელანო რუზველტის წინააღმდეგ. იგი არასოდეს არ ზრუნავდა თავის მაზლის შვილზე, ელეონორა რუზველტზე და არასოდეს არ უნდოდა ეხილა იგი პირველი ლედის ტიტულით.

ედით რუზველტი გარდაიცვალა ოუსტერ-ბეიში, ნიუ-იორკში 1948 წლის 30 სექტემბერს 87 წლის ასაკში და დაკრძალეს ნიუ-იორკში იანგის მემორიალურ სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]