ტუმენი (მდინარე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 64: ხაზი 64:


==ეკოლოგიური პრობლემები==
==ეკოლოგიური პრობლემები==
[[1997]] წლის მონაცემებით, ორმა დიდმა ჩინურმა ქარხანამ ქალაქ შისიანსა და კაიშანტუნში, ასევე რკინის მაღარომ [[მუსანი|მუსანთან]] ახლოს და ქიმიურმა ქარხანამ ოოდში, სულ, დაახლოებით 326 მილიონი ტონა გაუსუფთავებელი წყალი ჩაღვარა ტუმენის აუზში. ყოველწლიურად. შედეგად, ჩინელი მეცნიერების გათვლებით, მდინარის კალაპოტში ნალექების დაგროვების საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 0,03 მ-ს აღწევდა. მდინარის აუზში ტყის განადგურება ასევე ხელს უწყობს [[ნიადაგის ეროზია]]ს და გაზრდილ სიმღვრივეს.
[[1997]] წლის მონაცემებით, ორი დიდი ჩინური ქარხანა ქალაქ შისიანსა და კაიშანტუნში, ასევე რკინის მაღარო [[მუსანი|მუსანთან]] ახლოს და ქიმიური ქარხანა ოოდში, სულ, ყოველწლიურად, დაახლოებით 326 მილიონ ტონა გაუსუფთავებელი წყალს ღვრიდა ტუმენის აუზში. შედეგად, ჩინელი მეცნიერების გათვლებით, მდინარის კალაპოტში ნალექების დაგროვების საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 0,03 მ-ს აღწევდა. მდინარის აუზში ტყის განადგურება ასევე ხელს უწყობს [[ნიადაგის ეროზია]]ს და გაზრდილ სიმღვრივეს.


==გალერეა==
==გალერეა==

21:50, 30 ნოემბერი 2021-ის ვერსია

ტუმენი
ჩინ.: 图们江, კორ. 두만강
ქვეყანა ჩინეთი, ჩრდილოეთი კორეა, რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები ჰასანის რაიონი
სიგრძე 549 კმ
ტუმენი ვიკისაწყობში

ტუმენი (ჩინ.: 图们江, კორ. 두만강) — მდინარე, რომლის უმეტესი ნაწილი გაედინება ჩინეთის სახალხო და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიულ რესპუბლიკებს შორის, ხოლო ქვედა დინება ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის. მდინარის ნაკადის 70% წარმოიქმნება ჩინეთში და თითქმის 30% ჩრდილოეთ კორეაში. რუსეთის წილი წყალშემკრები აუზის ფორმირებაში 1%-ზე ნაკლებია. საერთო სიგრძეა - 549 კმ (აქედან რუსეთთან საზღვრის გასწვრივ - 17,3 კმ), აუზის ფართობია - 41,2 ათასი კმ². იაპონიის ზღვაში ჩაედინებისას ქმნის უზარმაზარ დელტას, მეტად ცვალებადი ტოტებით, კუნძულებით, ტბებითა და ჭაობებით. წყნარი ოკეანის მეთევზეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლის, ზუენკოს გამოთვლილი მონაცემებით, მდინარის წლიური დინება 5,7 კმ³-ია.[1][1][2][3] ჩინეთში მრეწველობის ინტენსიური განვითარების გამო, მდინარის აუზს ეკოლოგიური პრობლემები აქვს. მისი ქვედა დინება გადამფრენი ფრინველების ერთ-ერთი მნიშვნელოვან გაჩერებას წარმოადგენს, აღმოსავლეთ აზიის საფრენ გზაზე.

მდინარე ტუმანის დელტა

გეოგრაფია

მდინარის სათავე მდებარეობს ჩანბაიშანის ქედზე, პექტუსანის ვულკანთან[4]. მნიშვნელოვან მანძილზე მდინარე მიედინება ვიწრო და ღრმა ხეობაში ჩრდილოეთ კორეისა და აღმოსავლეთ მანჯურიის მთებს შორის. შუა წელში ის იღებს უდიდეს მარცხენა შენაკადს - მდინარე გაიაჰე ბუერჰატონის შენაკადით, ჰაილანჰე და ვანცინჰეთავისი შენაკადებით, ასევე მდინარე ჰუნჩუნჰე. ქვედა წელში ის მიედინება მთიან დაბლობზე, იყოფა „მკლავებად“. ქვემო წელში მარჯვენა სანაპირო მაღალია და შენაკადები არ აქფს. შესაბამისად, ჩინეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბოლო მარცხენა შენაკადი არის მდინარე უციაცზიჩუანი, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე მდინარე ლებედინაია ბოლო მარცხენა შენაკადია.

ის ჩაედინება იაპონიის ზღვაში კონცხ სესურასტან და მიმდებარედ ქმნის ძალიან ცვალებად დელტას. ადრე ასევე ჰქონდა დელტა კუნძულ ნოქტუნდოსთან. ამჟამად მის ადგილზე ჭაობებია შემორჩენილი, სანაპირო ნაწილში კი არხები და ტბები მარილიანი გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისისთვის ჩრდილოეთ დელტას უძველესი ტოტები, ალუვიური აქტივობის გამო, გამხმარი, ნაწილობრივ დამარილებული და იაპონიის ზღვიდან გამოყოფილია; ისევე როგორც ყუბანის დელტას შემთხვევაში.[5] ყოფილი განშტოებების არხების უმეტესობა გადაიქცეულია მეანდერულ ზღვის ყურეებად და გამარილიანებულია. ამჟამად დელტა გადადის ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე. იქვე მდებარეობს კჰინსომის დელტას კუნძულები: სინჯონდე, თორი, ზემო ფუნიონი, ქვემო ფუნიონი, პატარა ფუნიონი, კჰინი, კანგუ და სხვა. მდინარის დელტაში გვხვდება ბევრი ტბაც, მათ შორისაა: ჩიტის, გედის, ლოტოსის (დორიცენი); ჩრდილოეთ კორეაში - სობონპჰო, ტონბონპჰო და ჰიონდამჯი.

მდინარე საკმაოდ წყალუხვია: ზემო წელში მისი აუზი წელიწადში 1200 მმ-მდე ნალექს იღებს, ქვედაში - მინიმუმ 500 მმ-მდე. დელტას აქვს ზომიერი მუსონური კლიმატი, საშუალო წლიური ტემპერატურით +7°C (ტუმენის დელტა ყველაზე თბილი ადგილაი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში). საშუალო დღიური ტემპერატურა +8°C-ზე დაბლა ეცემა მხოლოდ 1 ნოემბრის შემდეგ.

ზაფხულში მაღალი ტენიანობის და ხანგრძლივი, თბილი, მზიანი და მშრალი შემოდგომის გამო, დელტაში ფლორისა და ფაუნის სუბტროპიკული ელემენტები აღწევს, აზიის სამხრეთ რეგიონებიდან.

მდინარე იყინება ნოემბერში და ბზარები უჩნდება მარტსა და აპრილში. მაღალი წყალი ჩნდება გაზაფხულზე, როდესაც ზედა წელში თოვლი დნება. ამ დრო მისი დონე მატულობს 5-7 მეტრით.

ეკოლოგიური პრობლემები

1997 წლის მონაცემებით, ორი დიდი ჩინური ქარხანა ქალაქ შისიანსა და კაიშანტუნში, ასევე რკინის მაღარო მუსანთან ახლოს და ქიმიური ქარხანა ოოდში, სულ, ყოველწლიურად, დაახლოებით 326 მილიონ ტონა გაუსუფთავებელი წყალს ღვრიდა ტუმენის აუზში. შედეგად, ჩინელი მეცნიერების გათვლებით, მდინარის კალაპოტში ნალექების დაგროვების საშუალო მაჩვენებელი წელიწადში 0,03 მ-ს აღწევდა. მდინარის აუზში ტყის განადგურება ასევე ხელს უწყობს ნიადაგის ეროზიას და გაზრდილ სიმღვრივეს.

გალერეა

ლიტერატურა

  • Литвиненко Н. М., Шибаев Ю. В. Значение низовий реки Туманган для поддержания разнообразия птиц.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Вышкварцев Д. И.. Международный проект «Туманган». დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-01. ციტირების თარიღი: 2019-03-15.
  2. Проект «Туманган». Газета «Утро России». — № 124 (2006-07-31). ციტირების თარიღი: 2019-03-15.
  3. Экология в районе развития проекта. ციტირების თარიღი: 2019-03-15.
  4. Река Туманган. Международный проект «Туманган». ციტირების თარიღი: 2019-03-15.
  5. Карта. ციტირების თარიღი: 2019-03-15.