პექტუსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პექტუსანი
პექტუსანის კრატერი
პექტუსანის კრატერი
კოორდინატები: 42°00′20″ ჩ. გ. 128°03′19″ ა. გ. / 42.00556° ჩ. გ. 128.05528° ა. გ. / 42.00556; 128.05528
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
ჩრდილოეთ კორეის დროშა კსდრ
სიმაღლე 2744 
ქედი ჩანბაიშანი
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 1903
პექტუსანი — ჩინეთი
პექტუსანი
პექტუსანი — ჩრდილოეთი კორეა
პექტუსანი

პექტუსანი, ბაითოუშანი — პოტენციურად მოქმედი ვულკანი ჩანბაიშანის ქედზე. აღმართულია ჩინეთსა და კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის. მანჯურია-კორეის მთების, მანჯურიისა და კორეის ნახევარკუნძულის უმაღლესი წერტილია. სიმაღლე 2744 მ. აგებულია უმთავრესად თეთრი პემზით, საიდანაც მოდის სახელწოდებაც. კრატერში ტიანჩის ტბაა. პექტუსანზეა მდინარეების სუნგარის, ტუმინძიანის და იალუძიანის სათავეები. 1959 წელს ვულკანის კორეულ ნაწილში შეიქმნა კორეის უდიდესი ნაკრძალი, ხოლო ჩინეთის მხარეს დაარსდა ბუნებრივი რეზერვატი. 1979 წელს ისინი გაერთიანდნენ საერთაშორისო ბიოსფერულ ნაკრძალში. ვულკანის ყველაზე მაღალი ნაწილი წელიწადში 8 თვით დაფარულია თოვლით. 1800 მ-მდე კალთები დამრეცია. ცნობილია ვულკანის 1597, 1668 და 1702 წლებში მომხდარი ამოფრქვევები. უკანასკნელი ამოფრქვევა მოხდა 1903 წელს, რომელსაც თან სდევდა აფეთქება ამოტყორცნილ ქვებთან და აირებთან ერთად. პექტუსანი ნიშნავს „თეთრთავა მთას“. ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეაში მიჩნეულია წმინდა მთად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]