ვოიაჯერის ოქროს ფირფიტა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
შინაარსი შეიცვალა 'მინი'-ით
იარლიყები: შეცვლილია გაუქმებულია
მომხმარებლის 67.180.130.88 ცვლილებების გაუქმება (№4213815)
იარლიყი: გაუქმება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
„'''ვოიაჯერის" ოქროს ფირფიტა '''“ — მოოქროვილი ინფორმაციული ფირფიტა, რომელზეც ჩაწერილია ხმოვანი და ვიდეო სიგნალები. ის შეფუთულია ალუმინის ფუტლიარში. 12 [[დუიმი]]ს დიამეტრიანი (დაახ. 30სმ) ფირფიტა დაფარულია [[ოქრო]]თი, რათა დაცული იყოს კოსმოსური მტვრის ეროზიისაგან. მასთან ერთად ფუტლიარში დევს ფონოგრაფიული კაფსულა და ნემსი - ჩანაწერის ჩასართავად. ფუტლიარზე გამოსახულია სქემა, თუ როგორ უნდა იქნას ფირფიტა ჩართული. მას „პიონერის“ მსგავსად, მოჰყვება რუკა, სადაც მითითებულია მზის ადგილი გალაქტიკაში და [[წყალბადი]]ს ატომის გამოსხივების სქემა, რათა მიიღონ მეტრული და დროის ერთეულები. კომისიას, რომელმაც ითავა ფირფიტის დამზადება, ხელმძღვანელობდა [[კარლ სეიგანი]].
[[ფაილი:BIGK|მინი]]

[[ფაილი:Voyager_disc.jpg|მარჯვნივ|მინი|200x200პქ|„ვოიაჯერის“ კორპუსზე დამაგრებული მოოქროვილი ფირფიტა]]
[[ფაილი:The_Sounds_of_Earth_-_GPN-2000-001976.jpg|მინი|251x251პქ|ოქროს ფირფიტა კომპოზიციებითა და დედამიწის ხმებით]]
[[ფაილი:The_Sounds_of_Earth_Record_Cover_-_GPN-2000-001978.jpg|მინი|200x200პქ|ფუტლიარი განმარტებებით არამიწიერი ცივილიზაციებისთვის]]

== ფირფიტების მდებარეობა ==
ფირფიტები დამაგრებულია კოსმოსურ აპარატებზე „ვოიაჯერ-1“ და „ვოიაჯერ-2-ზე“, რომლებიც გაგზავნეს 1977 წელს<ref name="TA-20170630">{{cite web |last=Lafrance |first=Adrienne |title=Solving the Mystery of Whose Laughter Is On the Golden Record |url=https://www.theatlantic.com/technology/archive/2017/06/solving-the-mystery-of-whose-laughter-is-on-the-golden-record/532197/ |date=30 June 2017 |work=[[The Atlantic]] |accessdate=1 July 2017 }}</ref>. 2014 წლის ივნისის მონაცემებით, „ვოიაჯერ-1“ მზისგან 19,1 მილიარდი კმ დისტანციაზეა, „ვოიაჯერ-2“ კი 15,6 მილიარდ კმ-ზე. აპარატები განაგრძობენ მზისგან დაშორებას ყოველწლიურად, შესაბამისად - 3,6 და 3,3 [[ასტრონომიული ერთეული|ასტრონომიული ერთეულით.]]

== ჩანაწერები ==

=== მისალმებები ===
პირველი ნაწილი შეიცავს მისალმებას 55 ენაზე, მათ შორის უძველეს 7 (შუმერული, აქადური, ხეთური, არამეული, სომხური, ბერძნული, ლათინური), 10 სამხრეთ აზიურ, 4 ჩინურ დიალექტზე, რუსულსა (Здравствуйте! Приветствую вас!) და უკრაინულ (Пересилаємо привіт із нашого світу, бажаємо щастя, здоров’я і многая літа) ენებზე.

2015 წლის ივლისში NASA-მ დისკის აუდიოჩანაწერის ნაწილი ატვირთა [[SoundCloud]]-ზე.<ref>[https://soundcloud.com/nasa/sets/golden-record-greetings-to-the Greetings to the Universe]; [https://soundcloud.com/nasa/sets/golden-record-sounds-of Sounds of Earth] -- {{Cite web|url=https://soundcloud.com/nasa|title=NASA|website=SoundCloud|access-date=2016-04-20}}</ref>

=== მუსიკა ===
„ვოიაჯერის“ ჩანაწერების 78% მულტიკულტურულ მუსიკალურ ფორმებს მიეძღვნა. არჩეულ იქნა 27 ნაწარმოები. დასავლური კლასიკური მუსიკიდან წარმოდგენილია [[იოჰან სებასტიან ბახი|ბახი]], [[ბეთჰოვენი]],[[ მოცარტი]] და [[იგორ სტრავინსკი|სტრავინსკი]]. დასავლური მსუბუქი მუსიკის წარმომადგენლები იყვნენ - ჩაკ ბერი, [[ლუი არმსტრონგი]]. დანარჩენი შეიცავს [[ინდოეთი|ინდურ]], [[ჩინეთი|ჩინურ]], [[იავა|იავურ]] და [[იაპონია|იაპონურ]] კლასიკურ მუსიკას. ასევე [[პერუ|პერუს]], [[ბულგარეთი|ბულგარეთის]], [[ავსტრალია|ავსტრალიის]], [[აფრიკა|აფრიკის]], [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანისა]] და [[საქართველო|საქართველოს]] ხალხური მუსიკა. [[სოლომონის კუნძულები|სოლომონის კუნძულებისა]] და [[ახალი გვინეა|ახალი გვინეის]] რიტუალური სიმღერებიც შესულია ჩანაწერში, რომლებიც [[ქვის ხანა|ქვის ხანის]] ადამიანის სიმღერას ჰგავს.

სეიგანს სურდა დისკზე [[The Beatles]]-ის „[[Here Comes the Sun]]-ის“ შეტანაც, მაგრამ ლეიბლ [[EMI]]-სგან უარი მიიღო.<ref>{{cite web|url=http://www.kvart-bolge.com/#!The-Truly-Most-Expensive-Record-Ever-25-billion-dollars-no-Beatles-and-no-nudity/c1rr6/557a38940cf2c5991af3e149|title=Kvart & Bølge - Audiophile Quarter-Wave Full-Range Speakers -|work=Kvart & Bølge - Audiophile Quarter-Wave Full-Range Speakers -|accessdate=November 30, 2015}}</ref>

=== ხმები ===
ჩანაწერის დარჩენილი 22% შეიცავს ადამიანებისა და დედამიწის განსხვავებულ ხმებს, 116 გამოსახულებას, კოდირებულს როგორც ვიდეოსიგნალი. ადამიანის ხმები ჩაწერილია [[გაერთიანებული ერების ორგანიზაცია|გაეროს]] გენერალური მდივანის მისალმების ფორმით 55 ენაზე. ასევე ჩანაწერი შეიცავს პლანეტის 50 სახის ხმას: [[ბუნება|ბუნების]], [[ოკეანე|ოკეანის]], [[ხმელეთი|ხმელეთის]] ხმებს, რომლებსაც არამიწიერი ცივილიზაციები გაარჩევენ დედამიწის მსგავსი პლანეტების შესწავლის შემთხვევაში. ჩაწერილია ბიოლოგიური სამყაროს ხმებიც: ჩიტები და [[მწერები]],[[ბაყაყი| ბაყაყები]], [[ძაღლი|ძაღლები]], [[ლომი|ლომები]], [[შიმპანზე]], [[მგლები]]. შემდეგ ადამიანისა და მისი ყოფაცხოვრების ხმები: ნაბიჯები, ჩაქუჩის დარტყმა, ცულის დარტყმა ხეზე, მანქანა, სირენა, რეაქტიური თვითმფრინავი, რაკეტის გაშვება, ბავშვის ტირილი, რომელსაც დედა ამშვიდებს და ა.შ.

=== გამოსახულებები ===
მზის სპექტრის ფოტო პირველია 20 ფერადი ფოტოდან. კოდირებული ფოტოების შემდეგ გამოსახულია დედამიწა, როგორიც ის კოსმოსიდან ჩანს. სხვადასხვა ატომები, რათა არამიწიერმა ცივილიზაციებმა შეისწავლონ ატმოსფეროში არსებული აირები, [[დნმ]]-ის მოლეკულის სტრუქტურული აგებულება, [[უჯრედი|უჯრედები]], ემბრიონის განვითარების გზა და დაბადება, ადამიანის 8 [[ანატომია|ანატომიური]] სქემა. 

=== ჯიმი კარტერის მიმართვა ===
დისკი ასევე მოიცავს [[კურტ ვალდჰაიმი]]ს (გაეროს იმდროინდელი გენერალური მდივანი) და [[ჯიმი კარტერი]]ს (აშშ-ის პრეზიდენტი) 1977 წლის მიმართვებს. კარტერის მიმართვის თარგმანი შემდეგია:

{{ციტირება|ეს აპარატი შეიქმნა აშშ-ში, სახელმწიფოში 240 მლნ მცხოვრებით, დედამიწის 4 მლრდ-დან. კაცობრიობა კვლავ დიფერენცირებულია სხვადასხვა ეროვნებად და სახელმწიფოდ, მაგრამ ქვეყნები გაერთიანების გზაზე დგანან.
ჩვენ კოსმოსში ვუშვებთ ამ გზავნილს. ის ალბათ გაუძლებს მილიარდობით წელს, როცა დედამიწა სრულიად შეცვლილი იქნება...
თუ რომელიმე ცივილიზაცია გადააწყდება „ვოიაჯერს“ და შეძლებს გაიგოს ამ დისკის არსი - აი ეს არის ჩვენი გზავნილი:
ეს არის საჩუქარი შორეული პატარა სამყაროდან: ჩვენი ხმები, ჩვენი მეცნიერება, ჩვენი გამოსახულებები, ჩვენი მუსიკა, ჩვენი აზრები და გრძნობები. ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ მომავალს. იმედი გვაქვს, დადგება დღე, როცა გადაწყდება ყველა პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ და ჩვენ საბოლოოდ შევუერთდებით გალაქტიკურ ცივილიზაციებს. ეს ჩანაწერები განასახიერებენ ჩვენს იმედებს, ჩვენს გამბედაობასა და კეთილ ნებას ამ სამყაროში, გიგანტურსა და შთამბეჭდავში.}}

==სქოლიო==
{{სქოლიოს სია}}

[[კატეგორია:ნასას პროგრამები]]
[[კატეგორია:1977 წლის ალბომები]]

უკანასკნელი რედაქცია 06:53, 25 ივნისი 2021-ის მდგომარეობით

ვოიაჯერის" ოქროს ფირფიტა “ — მოოქროვილი ინფორმაციული ფირფიტა, რომელზეც ჩაწერილია ხმოვანი და ვიდეო სიგნალები. ის შეფუთულია ალუმინის ფუტლიარში. 12 დუიმის დიამეტრიანი (დაახ. 30სმ) ფირფიტა დაფარულია ოქროთი, რათა დაცული იყოს კოსმოსური მტვრის ეროზიისაგან. მასთან ერთად ფუტლიარში დევს ფონოგრაფიული კაფსულა და ნემსი - ჩანაწერის ჩასართავად. ფუტლიარზე გამოსახულია სქემა, თუ როგორ უნდა იქნას ფირფიტა ჩართული. მას „პიონერის“ მსგავსად, მოჰყვება რუკა, სადაც მითითებულია მზის ადგილი გალაქტიკაში და წყალბადის ატომის გამოსხივების სქემა, რათა მიიღონ მეტრული და დროის ერთეულები. კომისიას, რომელმაც ითავა ფირფიტის დამზადება, ხელმძღვანელობდა კარლ სეიგანი.

„ვოიაჯერის“ კორპუსზე დამაგრებული მოოქროვილი ფირფიტა
ოქროს ფირფიტა კომპოზიციებითა და დედამიწის ხმებით
ფუტლიარი განმარტებებით არამიწიერი ცივილიზაციებისთვის

ფირფიტების მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფირფიტები დამაგრებულია კოსმოსურ აპარატებზე „ვოიაჯერ-1“ და „ვოიაჯერ-2-ზე“, რომლებიც გაგზავნეს 1977 წელს[1]. 2014 წლის ივნისის მონაცემებით, „ვოიაჯერ-1“ მზისგან 19,1 მილიარდი კმ დისტანციაზეა, „ვოიაჯერ-2“ კი 15,6 მილიარდ კმ-ზე. აპარატები განაგრძობენ მზისგან დაშორებას ყოველწლიურად, შესაბამისად - 3,6 და 3,3 ასტრონომიული ერთეულით.

ჩანაწერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისალმებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ნაწილი შეიცავს მისალმებას 55 ენაზე, მათ შორის უძველეს 7 (შუმერული, აქადური, ხეთური, არამეული, სომხური, ბერძნული, ლათინური), 10 სამხრეთ აზიურ, 4 ჩინურ დიალექტზე, რუსულსა (Здравствуйте! Приветствую вас!) და უკრაინულ (Пересилаємо привіт із нашого світу, бажаємо щастя, здоров’я і многая літа) ენებზე.

2015 წლის ივლისში NASA-მ დისკის აუდიოჩანაწერის ნაწილი ატვირთა SoundCloud-ზე.[2]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„ვოიაჯერის“ ჩანაწერების 78% მულტიკულტურულ მუსიკალურ ფორმებს მიეძღვნა. არჩეულ იქნა 27 ნაწარმოები. დასავლური კლასიკური მუსიკიდან წარმოდგენილია ბახი, ბეთჰოვენი,მოცარტი და სტრავინსკი. დასავლური მსუბუქი მუსიკის წარმომადგენლები იყვნენ - ჩაკ ბერი, ლუი არმსტრონგი. დანარჩენი შეიცავს ინდურ, ჩინურ, იავურ და იაპონურ კლასიკურ მუსიკას. ასევე პერუს, ბულგარეთის, ავსტრალიის, აფრიკის, აზერბაიჯანისა და საქართველოს ხალხური მუსიკა. სოლომონის კუნძულებისა და ახალი გვინეის რიტუალური სიმღერებიც შესულია ჩანაწერში, რომლებიც ქვის ხანის ადამიანის სიმღერას ჰგავს.

სეიგანს სურდა დისკზე The Beatles-ის „Here Comes the Sun-ის“ შეტანაც, მაგრამ ლეიბლ EMI-სგან უარი მიიღო.[3]

ხმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანაწერის დარჩენილი 22% შეიცავს ადამიანებისა და დედამიწის განსხვავებულ ხმებს, 116 გამოსახულებას, კოდირებულს როგორც ვიდეოსიგნალი. ადამიანის ხმები ჩაწერილია გაეროს გენერალური მდივანის მისალმების ფორმით 55 ენაზე. ასევე ჩანაწერი შეიცავს პლანეტის 50 სახის ხმას: ბუნების, ოკეანის, ხმელეთის ხმებს, რომლებსაც არამიწიერი ცივილიზაციები გაარჩევენ დედამიწის მსგავსი პლანეტების შესწავლის შემთხვევაში. ჩაწერილია ბიოლოგიური სამყაროს ხმებიც: ჩიტები და მწერები, ბაყაყები, ძაღლები, ლომები, შიმპანზე, მგლები. შემდეგ ადამიანისა და მისი ყოფაცხოვრების ხმები: ნაბიჯები, ჩაქუჩის დარტყმა, ცულის დარტყმა ხეზე, მანქანა, სირენა, რეაქტიური თვითმფრინავი, რაკეტის გაშვება, ბავშვის ტირილი, რომელსაც დედა ამშვიდებს და ა.შ.

გამოსახულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მზის სპექტრის ფოტო პირველია 20 ფერადი ფოტოდან. კოდირებული ფოტოების შემდეგ გამოსახულია დედამიწა, როგორიც ის კოსმოსიდან ჩანს. სხვადასხვა ატომები, რათა არამიწიერმა ცივილიზაციებმა შეისწავლონ ატმოსფეროში არსებული აირები, დნმ-ის მოლეკულის სტრუქტურული აგებულება, უჯრედები, ემბრიონის განვითარების გზა და დაბადება, ადამიანის 8 ანატომიური სქემა. 

ჯიმი კარტერის მიმართვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკი ასევე მოიცავს კურტ ვალდჰაიმის (გაეროს იმდროინდელი გენერალური მდივანი) და ჯიმი კარტერის (აშშ-ის პრეზიდენტი) 1977 წლის მიმართვებს. კარტერის მიმართვის თარგმანი შემდეგია:

ეს აპარატი შეიქმნა აშშ-ში, სახელმწიფოში 240 მლნ მცხოვრებით, დედამიწის 4 მლრდ-დან. კაცობრიობა კვლავ დიფერენცირებულია სხვადასხვა ეროვნებად და სახელმწიფოდ, მაგრამ ქვეყნები გაერთიანების გზაზე დგანან.

ჩვენ კოსმოსში ვუშვებთ ამ გზავნილს. ის ალბათ გაუძლებს მილიარდობით წელს, როცა დედამიწა სრულიად შეცვლილი იქნება... თუ რომელიმე ცივილიზაცია გადააწყდება „ვოიაჯერს“ და შეძლებს გაიგოს ამ დისკის არსი - აი ეს არის ჩვენი გზავნილი: ეს არის საჩუქარი შორეული პატარა სამყაროდან: ჩვენი ხმები, ჩვენი მეცნიერება, ჩვენი გამოსახულებები, ჩვენი მუსიკა, ჩვენი აზრები და გრძნობები. ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ მომავალს. იმედი გვაქვს, დადგება დღე, როცა გადაწყდება ყველა პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ და ჩვენ საბოლოოდ შევუერთდებით გალაქტიკურ ცივილიზაციებს. ეს ჩანაწერები განასახიერებენ ჩვენს იმედებს, ჩვენს გამბედაობასა და კეთილ ნებას ამ სამყაროში, გიგანტურსა და შთამბეჭდავში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lafrance, Adrienne. (30 June 2017) Solving the Mystery of Whose Laughter Is On the Golden Record. The Atlantic. ციტირების თარიღი: 1 July 2017.
  2. Greetings to the Universe; Sounds of Earth -- NASA. ციტირების თარიღი: 2016-04-20
  3. Kvart & Bølge - Audiophile Quarter-Wave Full-Range Speakers -. Kvart & Bølge - Audiophile Quarter-Wave Full-Range Speakers -. ციტირების თარიღი: November 30, 2015.