ლუი არმსტრონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუი არმსტრონგი
ინგლ. Louis Armstrong

ლუი არმსტრონგი 1953 წელს
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლუი დენიელ არმსტრონგი
აგრეთვე ცნობილი როგორც
  • საჩმო
  • საჩი
დაბ. თარიღი 4 აგვისტო, 1901(1901-08-04)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი ახალი ორლეანი
გარდ. თარიღი 6 ივლისი, 1971(1971-07-06)[1] [2] [3] [4] (69 წლის)
გარდ. ადგილი ნიუ-იორკი[1] [3]
დასაფლავებულია Flushing Cemetery
ეროვნება აფრო-ამერიკელები[5] [6]
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
  • მუსიკოსი
  • კომპოზიტორი
  • მომღერალი
  • მსახიობი
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • საყვირი
აქტიური 1919–1971
ხელმოწერა
საიტი louisarmstronghouse.org
ლუი არმსტრონგი ვიკისაწყობში

ლუი დენიელ არმსტრონგი (ინგლ. Louis Daniel Armstrong; დ. 4 აგვისტო, 1901 — გ. 6 ივლისი, 1971) (აგრეთვე მეტსახელებით საჩმო (Satchmo) და პოპსი (Pops)) — ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი. არმსტრონგი ქარიზმატული, მუდამ ახლის მაძიებელი შემსრულებელი იყო, რომლის მუსიკალურმა ტალანტმა და ბრწყინვალე პიროვნულმა თვისებებმა ჯაზის უხეში რეგიონალური საცეკვაო მუსიკიდან პოპულარულ მხატვრულ ფორმად ტრანსფორმაცია მოახდინა. შესაძლოა მე-20 საუკუნის ყველაზე ცნობილმა ჯაზის მუსიკოსმა პირველად პოპულარობა საყვირზე შესრულებით მოიპოვა, თუმცა კარიერის ბოლოსკენ ის უკვე განთქმული იყო როგორც საუკეთესო ვოკალისტი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯაზის მომღერალი.

ადრეული ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არმსტრონგი დაიბადა ახალი ორლეანში, ლუიზიანა, ხელმოკლე ოჯახში. ახალგაზრდობა სიღარიბეში გაატარა ნიუ-ორლეანის ერთ-ერთ საკმაოდ კრიმინალურ გარეუბანში. თავდაპირველად კორნეტზე დაკვრა ისწავლა ნიუ-ორლეანის მიუსაფართა სახლში ფერადკანიანთათვის, სადაც ის რამდენიმეჯერ იქნა გაგზავნილი ქუჩის მოხეტიალე ბავშვებთან აკიდების გამო და განსაკუთრებით კი ახალი წლის აღსანიშნავად ჰაერში დამბაჩის გასროლის გამო დაკავების შემდეგ. ის ხშირად დაჰყვებოდა ქალაქის სასულიერო ორკესტრის აღლუმებს და ყოველ შესაძლებლობას იყენებდა ძველი მუსიკოსებისთვის მოესმინა, სწავლობდა რა ბანკ ჯონსონის, ბადი პეტიტისა და განსაკუთრებით ჯო "კინგ" ოლივერისგან, რომელიც ახალგაზრდა არმსტრონგისთვის მენტორისა და მამის ფუნქციას ასრულებდა. არმსტრონგი მოგვიანებით თავად იწყებს შესრულებას ქალაქის სასულიერო ორკესტრში, მოგზაურობს რა იმჟამად კარგად ცნობილ ბენდთან "ფატ-მარაბლი", რომელიც თბომავლით მდინარე მისისიპის ტურებს დაჰყვებოდა. თავად არმსტრონგი მის ამ ბენდთან გატარებულ დროს "უნივერსიტეტში სიარულს" ადარებდა, ვინაიდან ამ ორკესტრმა დიდი გამოცდილება მისცა მას ფორმალური მუსიკის შესრულების დარგში. 1919 წელს ქალაქიდან ჯო ილივერის წასვლის შემდეგ არმსტრონგი მის ადგილს იჭერს კიდ ორის ბენდში, რომელიც იმჟამად ყველაზე "ცხელ" ჯაზ-ბენდად ითვლებოდა ახალ ორლეანში.

ადრეული კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა ლუი არმსტრონგი

1922 წელს არმსტრონგი ჩიკაგოში მასიურ მიგრაციას მიჰყვება, სადაც ის ჯო ოლივერის კრეოლ ჯაზ-ბენდს უერთდება. 1920-იანებში ოლივერის ბენდი საუკეთესო და ყველაზე გავლენიანი ჯაზ-ბენდი იყო ჩიკაკოში, ქალაქში, რომელიც იმხანად ჯაზის ცენტრი გახდა. არმსტრონგმა აქ რამდენიმე საკუთარი ჩანაწერი გააკეთა 1923 წელს ოლივერის ბენდში მეორე კორნეტზე შესრულების პარალელურად.

არმსტრონგი ოლივერთან მუშაობით საკმაოდ კმაყოფილი იყო, თუმცა მისი მეუღლის, პიანისტ ლილ ჰარდინ არმსტრონგის დაჟინებით უფრო მაღალი ანაზღაურება მოეძებნა, ის და ოლივერი მეგობრულად ეთხოვებიან ერთმანეთს და არმსტრონგი ნიუ-იორკში გადადის ფლეტჩერ ჰენდერსონის ორკესტრში, იმჟამად საუკეთესო აფრიკულ-ამერიკულ ბენდში, შემსრულებლად. აქ არმსტრონგი საყვირზე გადადის მისი განყოფილების სხვა მუსიკოსებთან უკეთ შესაწყობად. ამავე დროს ის ქმნის უამრავ პირად ჩანაწერს მისი ძველი ნიუ-ორლეანელი მეგობრის, პიანისტ კლარენს უილიამსის დახმარებით. მათ შორისაა მცირე ჯაზური შესრულებანი დუეტში სიდნი ბეხეტთან და ბლუზის მომღერალთა აკომპანემენტების სერია.

1925 წელს ის ჩიკაგოში ბრუნდება და იწყებს ჩაწერას საკუთარი სახელით მის სახელგანთქმულ ჯგუფებთან "ჰოტ ფაივ" (ცხელი ხუთეული) და "ჰოტ სევენ" (ცხელი შვიდეული). მათ შორისაა ჰიტები - "Potato Head Blues", "Muggles" (ნიუ-ორლეანური ჟარგონით - მარიხუანა, რომელსაც ის საკმაოდ წყალობდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში), და "West End Blues", რომლის მუსიკამაც ჯაზის შესრულების სტანდარტი დააწესა მრავალი მომდევნო წლის განმავლობაში. არმსტრონგის ინტრო საყვირით "West End Blues"-ში დღემდე რჩება ჯაზის ისტორიაში ყველაზე განთქმულ იმპროვიზაციად.

1929 წელს არმსტრონგი ნიუ-იორკში ბრუნდება, 1930 წელს კი ლოს-ანჯელესში გადადის, შემდეგ ტურით ევროპაში მიემგზავრება. მრავალი წლის მოგზაურობის შემდეგ ის საბოლოოდ ქვინსში, ნიუ-იორკი, სახლდება 1943 წელს. ხმის ჩამწერი სტუდიებისა და მუსიკის ბიზნესის განგსტერთაგან გამუდმებული შევიწროების მიუხედავად არმსტრონგი აქტიურად აგრძელებს საკუთარი შესრულების სტილის დახვეწას.

შემდგომი ოცდაათი წლის განმავლობაში არმსტრონგი ყოველწლიურად 300-ზე მეტ კონცერტს ატარებს. 1940-იან წლებში დიდ ბენდებზე მოთხოვნამ იკლო პოპულარული გემოვნების ცვლილებასთან ერთად: საბანკეტო დარბაზები დაიხურა, ხოლო ტელევიზიის შემოტევისა და სხვა ტიპის პოპულარული მუსიკის ჟანრების აღმოცენებასთან ერთად ჯაზის პოპულარობამ იკლო. შესაბამისად დღითიდღე უფრო გართულდა 16-წევრიანი ბენდის ტურების დაფინანსება.

ჯგუფი "ოლ სტარზ"[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1950 წლისთვის არმსტრონგი საკუთარ ბენდს 6 ინსტრუმენტამდე კვეცს, უბრუნდება რა დიქსილენდის სტილს, რომელმაც ის თავიდანვე გახადა ცნობილი. ამ ჯგუფს სახელად "ოლ სტარზ" (All Stars - ყველა ვარსკვლავი) დაერქვა. მისი წევრები იყვნენ, სხვადასხვა დროს, ბერნი ბიგარდი, ჯეკ ტიგარდენი, ტრამი იანგი, არველ შოუ, მარტი ნაპოლეონი, ბიგ სიდ კატლეტი, და ბარეტ დიმსი. ამ პერიოდში ის უამრავ ჩანაწერს აკეთებს და ოცდაათზე მეტ ფილმში იღებს მონაწილეობას. 1964 წელს არმსტრონგი მის ყველაზე გაყიდვად ალბომს უშვებს, სახელწოდებით "ჰელო, დოლი".

არმსტრონგი თითქმის სიცოცხლის ბოლომდე დაძაბული ტურების განრიგით ცხოვრობდა (ბოლო რამდენიმე წლის გარდა). ბოლო წლებში ის დროგამოშვებით საკუთარ წარმატებულ ნამუშევრებს გაიმეორებდა ხოლმე თითქმის ზედმიწევნით, ზოგჯერ კი ყველაზე უცნობ და არაფრით გამორჩეულ ნაწარმოებს ისეთი იმპროვიზაციით და ენერგიით შეასრულებდა, რომ საკუთარ ბენდსაც კი აოცებდა. აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით მან ტურები გამართა აფრიკაში, ევროპაში და აზიაში. ამ ტურებს უდიდესი წარმატება მოჰყვა, რის შემდეგაც მას ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც "ელჩ სეჩს" (Ambassador Satch). მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მას ჯანმრთელობა სწრაფად ურთულდებოდა, მას დაკვრა გარდაცვალების დღემდე არ შეუწყვეტია.

არმსტრონგი გულის შეტევით გარდაიცვალა 1971 წელს 69 წლის ასაკში, ვალდორფის ასტორიის საიმპერატორო დარბაზში სახელგანთქმული შოუს გამართვის ღამეს. დაკრძალულია ფლაშინგის სასაფლაოზე, ნიუ-იორკი.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი ალბომები
  • 1951 - Satchmo at Symphony Hall
  • 1951 - Satchmo at Pasadena
  • 1954 - Louis Armstrong Plays W.C. Handy
  • 1954 - Louis Armstrong and the Mills Brothers, Volume One
  • 1955 - Satch Plays Fats: A Tribute to the Immortal Fats Waller
  • 1955 - Louis Armstrong at the Crescendo, Vol. 1
  • 1956 - Louis Armstrong and Eddie Condon at Newport
  • 1956 - Satchmo the Great
  • 1956 - An Evening With Louis Armstrong and His All Stars
  • 1956 - Louis Armstrong and His All Stars
  • 1956 - Ella and Louis
  • 1957 - Ella and Louis Again
  • 1957 - I've Got the World on a String
  • 1957 - Louis Armstrong Meets Oscar Peterson
  • 1957 - Louis Under the Stars
  • 1957 - Louis and the Angels
  • 1958 - Porgy & Bess
  • 1958 - Louis and the Good BookDecca Records
  • 1959 - Satchmo in Style
  • 1959 - The Five Pennies
  • 1960 - Bing & Satchmo
  • 1961 - Recording Together for the First Time
  • 1961 - The Great Reunion
  • 1962 - The Real Ambassadors
  • 1964 - Hello, Dolly!
  • 1968 - Disney Songs the Satchmo Way
  • 1968 - The One and Only
  • 1970 - What a Wonderful World

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Deutsche Nationalbibliothek Record #118504053 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. 2.0 2.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  3. 3.0 3.1 3.2 Czech National Authority Database
  4. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  5. African American Registry
  6. BlackPast.org — 2004.